თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა – ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიანი იპოვის შთაგონებას და დროს საინტერესოდ გაატარებს. დიდი და პატარა გამომცემლობები, თქვენი საყვარელი წიგნის მაღაზიები და გრანდიოზული ფასდაკლებები წიგნებზე, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ელოდით. თბილისის წიგნის ბაზრობის დღეები წიგნების მოყვარულებისთვის […] The post თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება appeared first on .

აპრ. 9, 2025 - 13:57
 0
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს.

თბილისი წიგნის ბაზრობა ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიანი იპოვის შთაგონებას და დროს საინტერესოდ გაატარებს.

დიდი და პატარა გამომცემლობები, თქვენი საყვარელი წიგნის მაღაზიები და გრანდიოზული ფასდაკლებები წიგნებზე, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ელოდით. თბილისის წიგნის ბაზრობის დღეები წიგნების მოყვარულებისთვის დასამახსოვრებელი იქნება! 

წიგნის ბაზრობაზე დაგხვდებათ: ახალი წიგნები,რომლებიც სწორედ აპრილის ბაზრობისთვის მომზადდა;შეხვედრები საყვარელ ავტორებთან და მსახიობებთან,რის გამოც წიგნების სამყაროში მოხვედრის თავგადასავალი კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდება;ფასდაკლებები, რომლებც წელიწადში ერთხელ, მხოლოდ აქ, თბილისის წიგნის ბაზრობაზე დაგხვდებათ!

თბილისის წიგნის ბაზრობის ფარგლებში შერჩეულ პარტნიორებთან თიბისის ტერმინალზე გადახდისასდაიბრუნეთ გადახდილი თანხის 30%-ს მომენტალურად.

შეთავაზებით ისარგებლებ მოსწავლის ბარათით ან თუ ხარ 18-23 წლის და გაქვ ახალი თიბისი ბარათი.

თბილისის წიგნის ბაზრობის” ორგანიზატორია საქართველოს წიგნის ასოციაცია. გამომცემლები გაერთიანდნენ უმთავრესი მიზნით – განავითარონ ქვეყანაში წიგნის ინდუსტრია.

ღონისძიების გენერალური სპონსორია თიბისი, მხარდამჭერები არიან ველი სთორი, პოლონური ინსტიტუტი თბილისში და UNFPA.

წიგნის ბაზრობა გაიხსნება 10 აპრილს 12:00 საათზე.

მისამართი: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, აკაკი წერეთლის გამზ. 118.

დასწრება თავისუფალია!

(R)

The post თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow