თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, უარყოფითი დინამიკის გარეშე - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის  მდგომარეობა ფასდება როგორც სტაბილურად მძიმედ, უარყოფითი დინამიკის გარეშე. ლევან რატიანის განმარტებით, პაციენტს უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა. მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების სიმძიმეს. შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამავე საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი, ალექსი ახვლედიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევარ შენახვას გულისხმობს.  

ივლ. 8, 2025 - 12:57
 0
თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, უარყოფითი დინამიკის გარეშე - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის  მდგომარეობა ფასდება როგორც სტაბილურად მძიმედ, უარყოფითი დინამიკის გარეშე.

ლევან რატიანის განმარტებით, პაციენტს უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა. მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების სიმძიმეს.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი, ალექსი ახვლედიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევარ შენახვას გულისხმობს.

 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow