თორნიკე რიჟვაძის სამწუხარო ამბავი მოხდა გაცილებით ადრე, ათ დღეზე მეტია გასული და კამპანია დაიწყეს სამი დღეა, რა ხდება? - ეს არის შეკვეთილი, სიმართლე ეს არის - მამუკა მდინარაძე

თორნიკე რიჟვაძის სამწუხარო ამბავი მოხდა გაცილებით ადრე, ათ დღეზე მეტია გასული და კამპანია დაიწყეს სამი დღეა, რა ხდება? - ეს არის შეკვეთილი, სიმართლე ეს არის. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასეთი კოორდინაცია, პიარული დაგეგმარების გარეშე არ ხდება. აქედან ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, იქიდან ვიღაც ვითომ ჟურნალისტებმა „ფეისბუქში“ ასეთი კამპანია მოაწყონ, ეს შემთხვევით არ ხდება,  -  განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE"-ს ეთერში ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ოპონენტების სპეკულაციები უსაფუძვლოა, რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს, მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გაკეთებული საქმისთვის მადლობა ეკუთვნის, ხოლო, გუნდის მხრიდან მასზე არათუ მუქარა, კატეგორიული საუბარიც კი არ ყოფილა. „ამ ხალხს, მაინცდამაინც არ მინდა, პასუხი გავცე და თავი გავუყადრო, მაგრამ ერთი რაღაც ყველამ რომ იცოდეს: ჯერ იმ სახლში, სადაც ეს მოხდა, ნამყოფი არასდროს არ ვარ, მასპინძელთანაც მე ასეთი შეხება არ მქონია, მის ძმას ვიცნობ უფრო კარგად, რამდენჯერმე შევხვედრივართ, მაგრამ იმ კაცთან მე პირადი ნაცნობობაც კი არ მაკავშირებს. რაც შეეხება თორნიკეს, ვიღაცები ამბობდნენ, რომ მამუკას უახლოესი მეგობარიაო, არ არის ჩემი უახლოესი მეგობარი, მაგრამ არც უცხოა ნამდვილად  -ჩვენ ვმეგობრობდით კიდევაც, თანაგუნდელებიც ვართ და არ მინდა თორნიკეს ვინმემ ერთი წამით დაუკარგოს ის წლები, რომლის განმავლობაშიც დღე  და ღამეს ასწორებდა ეს ადამიანი, რომ გუნდის და თავისი რეგიონის - აჭარის საქმე გაეკეთებინა. არ შეიძლება რომ ეს დავუკარგოთ ამ ადამიანს და მას გულწრფელად მადლობა ეკუთვნის ამ საქმისთვის, რომელიც ფორმალური არ ყოფილა არც  პრემიერ-მინისტრის და არც ჩვენი მხრიდან, როდესაც ის თანამდებობიდან გადადგა. არც ერთი ადამიანი თორნიკეს, განსაკუთრებით იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ჯერ თვითონ დააბრალეს და მერე ამ დაბრალებულს, თითქოს ჩვენ ვაბრალებდით და ამაზე პასუხს ვთხოვდით. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ არათუ მუქარა, არამედ რაიმე კატეგორიული საუბარიც კი, მასთან არ ყოფილა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ივლ. 17, 2025 - 03:27
 0
თორნიკე რიჟვაძის სამწუხარო ამბავი მოხდა გაცილებით ადრე, ათ დღეზე მეტია გასული და კამპანია დაიწყეს სამი დღეა, რა ხდება? - ეს არის შეკვეთილი, სიმართლე ეს არის - მამუკა მდინარაძე

თორნიკე რიჟვაძის სამწუხარო ამბავი მოხდა გაცილებით ადრე, ათ დღეზე მეტია გასული და კამპანია დაიწყეს სამი დღეა, რა ხდება? - ეს არის შეკვეთილი, სიმართლე ეს არის. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასეთი კოორდინაცია, პიარული დაგეგმარების გარეშე არ ხდება. აქედან ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, იქიდან ვიღაც ვითომ ჟურნალისტებმა „ფეისბუქში“ ასეთი კამპანია მოაწყონ, ეს შემთხვევით არ ხდება,  -  განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE"-ს ეთერში ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპონენტების სპეკულაციები უსაფუძვლოა, რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს, მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გაკეთებული საქმისთვის მადლობა ეკუთვნის, ხოლო, გუნდის მხრიდან მასზე არათუ მუქარა, კატეგორიული საუბარიც კი არ ყოფილა.

„ამ ხალხს, მაინცდამაინც არ მინდა, პასუხი გავცე და თავი გავუყადრო, მაგრამ ერთი რაღაც ყველამ რომ იცოდეს: ჯერ იმ სახლში, სადაც ეს მოხდა, ნამყოფი არასდროს არ ვარ, მასპინძელთანაც მე ასეთი შეხება არ მქონია, მის ძმას ვიცნობ უფრო კარგად, რამდენჯერმე შევხვედრივართ, მაგრამ იმ კაცთან მე პირადი ნაცნობობაც კი არ მაკავშირებს. რაც შეეხება თორნიკეს, ვიღაცები ამბობდნენ, რომ მამუკას უახლოესი მეგობარიაო, არ არის ჩემი უახლოესი მეგობარი, მაგრამ არც უცხოა ნამდვილად  -ჩვენ ვმეგობრობდით კიდევაც, თანაგუნდელებიც ვართ და არ მინდა თორნიკეს ვინმემ ერთი წამით დაუკარგოს ის წლები, რომლის განმავლობაშიც დღე  და ღამეს ასწორებდა ეს ადამიანი, რომ გუნდის და თავისი რეგიონის - აჭარის საქმე გაეკეთებინა. არ შეიძლება რომ ეს დავუკარგოთ ამ ადამიანს და მას გულწრფელად მადლობა ეკუთვნის ამ საქმისთვის, რომელიც ფორმალური არ ყოფილა არც  პრემიერ-მინისტრის და არც ჩვენი მხრიდან, როდესაც ის თანამდებობიდან გადადგა. არც ერთი ადამიანი თორნიკეს, განსაკუთრებით იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ჯერ თვითონ დააბრალეს და მერე ამ დაბრალებულს, თითქოს ჩვენ ვაბრალებდით და ამაზე პასუხს ვთხოვდით. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ არათუ მუქარა, არამედ რაიმე კატეგორიული საუბარიც კი, მასთან არ ყოფილა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow