„თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია ყველა ქოცისთვის გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს“ – თინა ბოკუჩავა

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა: „თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია (თვითმკვლელობის ვერსია აშკარად შეთხზულია) ყველა ქოცისთვის გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს – მინისტრისთვის თუ პროკურორისთვის, პროპაგანდისტისთვის თუ ბიზნესმენისთვის – ყველა ივანიშვილის მოღალატეობრივი სისტემის ჭანჭიკი ხართ და ეს სიბნელე თქვენამდეც მოვა, აუცილებლად მოვა. ზოგს დაგიჭერთ, ზოგს ქვეყნიდან გაგაქცევთ (ვისაც არ გაგიმართლებთ, ოხანაშვილი დაგადგებათ თავზე და გაიაშვილის დახმარებით, […] The post „თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია ყველა ქოცისთვის გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს“ – თინა ბოკუჩავა appeared first on .

ივლ. 7, 2025 - 17:57
 0
„თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია ყველა ქოცისთვის გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს“ – თინა ბოკუჩავა
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა:
„თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია (თვითმკვლელობის ვერსია აშკარად შეთხზულია) ყველა ქოცისთვის გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს – მინისტრისთვის თუ პროკურორისთვის, პროპაგანდისტისთვის თუ ბიზნესმენისთვის – ყველა ივანიშვილის მოღალატეობრივი სისტემის ჭანჭიკი ხართ და ეს სიბნელე თქვენამდეც მოვა, აუცილებლად მოვა.
ზოგს დაგიჭერთ, ზოგს ქვეყნიდან გაგაქცევთ (ვისაც არ გაგიმართლებთ, ოხანაშვილი დაგადგებათ თავზე და გაიაშვილის დახმარებით, აირზენას სპეცრეისით ისევ საქართველოში აღმოჩნდებით, გახარიასავით ხომ არ უმართლებს ყველას). მძიმე სათქმელია და კი, ზოგს თვითმკვლელობამდე მიგიყვანთ და ზოგს უბრალოდ გაგაქრობთ. ნურავის დაავიწყდება რა აქვს ამ კაცს ნაკეთები 90-იანი წლების რუსეთში.
ან ხელისუფლებაში როგორ მოვიდა, მას 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ერთი ციდა გვამზე გადავლაც შეუძლია. მისთვის ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს, განსაკუთრებით, მათი სიცოცხლის, ვინც იყიდა. ის ხომ თვლის, რომ თქვენი სხეულიც და სულიც მას ეკუთვნის. ასე იცის ეშმაკთან გარიგებამ. გერმანელი ავტორები უყვარს თქვენს პატრონს და ფაუსტი წაიკითხეთ, ბიჭებო.
წაიკითხეთ და მერე ხმა ამოიღეთ სანამ მიწიერი ჯოჯოხეთის დასრულება ერთად შეგვიძლია ამ ქვეყანაში. სანამ განკითხვის დღეს მარტო დარჩებით.
თავისუფლება პოლიტ პატიმრებს!
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!”

The post „თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია ყველა ქოცისთვის გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს“ – თინა ბოკუჩავა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow