“თუ ვინმე გირაოს გადაიხდის, ეს ნიშნავს ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას” – რეზო კიკნაძე ოპოზიციას
საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი იხილავს. გუშინ ისეთი რაღაც მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერზე ხელი აიღო მთავრობამ, ყველაფერს ვიკადრებთ და ვისაც გვინდა დავიჭერთო. ამასთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა, […] The post “თუ ვინმე გირაოს გადაიხდის, ეს ნიშნავს ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას” – რეზო კიკნაძე ოპოზიციას appeared first on .

საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი იხილავს.
გუშინ ისეთი რაღაც მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერზე ხელი აიღო მთავრობამ, ყველაფერს ვიკადრებთ და ვისაც გვინდა დავიჭერთო. ამასთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა, ე მანდ ხელი არავის წაგიცდეთ და ის გირაო არავინ გადაიხადოთ. თუ ვინმე გირაოს გადაიხდის, ეს ნიშნავს ჩვეულებრივ ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას. ყველანაირ პატივისცემას დაკარგავთ, რაც აქამდე გქონდათ. ჩვენც შეგვეძლო აქამდე რაღაცებზე ხელი მოგვეწერა და გავსულიყავით ამის სანაცვლოდ, მაგრამ არ ვიკადრეთ და თვქენც ნუ იკადრებთ და ბრძოლას ნუ ჩაეხნებით, ციხეში მოხვედრა საერთოდ არ არის კატასტროფა, კატასტროფა არის ის, როცა ბრძოლას გაურბიხარ მაშინ, როცა შენი თანამებრძოლები იბრძვიან ქვეყნის გაასარჩენად. ბოლოს მოგკლავთ შეწუხული სინდისი ან სულში გაჩენილი ბზარი, ან თავის გადასარჩენად გადახდილი გირაო და არა ჩატეხილი კბილი, ჩალურჯებული თვალი თუ ერთი წლით ნახეხი დილეგი”, – თქვა რეზო კიკნაძემ.
თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, “ოცნების “საგამოძიებო კომისიაზე” არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.
The post “თუ ვინმე გირაოს გადაიხდის, ეს ნიშნავს ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას” – რეზო კიკნაძე ოპოზიციას appeared first on .
What's Your Reaction?






