თურქეთთან თანამშრომლობის რესურსი განსაკუთრებით მაღალი დიაგონალური კუმულაციის ფარგლებშია – ვეფხვაძე
ბიზნესს ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, საქართველო-თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის რესურსი სრულად ათვისებული არ არის და ბევრი სფეროა, სადაც თანამშრომლობა შეიძლება. მათ შორის ვეფხვაძე ორ ქვეყანას შორის არსებულ დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმებას ასახელებს. “ჩვენ ურთიერთობის რესურსი ჯერ კიდევ ამოწურული არ გვაქვს. ეს რესურსი განსაკუთრებით მაღალია თუ შევხედავთ ევროპული ბაზრების ათვისების ნაწილს. ამ კუთხით გვაქვს […]


ბიზნესს ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, საქართველო-თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის რესურსი სრულად ათვისებული არ არის და ბევრი სფეროა, სადაც თანამშრომლობა შეიძლება. მათ შორის ვეფხვაძე ორ ქვეყანას შორის არსებულ დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმებას ასახელებს.
“ჩვენ ურთიერთობის რესურსი ჯერ კიდევ ამოწურული არ გვაქვს. ეს რესურსი განსაკუთრებით მაღალია თუ შევხედავთ ევროპული ბაზრების ათვისების ნაწილს. ამ კუთხით გვაქვს შეთანხმება, რომელიც ნიშნავს, რომ ის მასალები, რომლებიც თურქეთიდან შემოდის და აქ ხდება საბოლოო პროდუქტად გარდაქმნა, მერე გადის ევროპულ ბაზარზე და გადის როგორც ქართული წარმოების პროდუქტი და არ იბეგრება. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა და ბუნებრივია ამას გამოყენება სჭირდება. ასეთი ტიპის ფორუმები სწორედ ამისთვის არის”, – უთხრა ვეფხვაძემ BMG-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნესს ფორუმზე.
რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, სადაც თურქული კომპანია “ენკა” ქვეყანაში უმსხვილეს ჰესს აშენებდა, თუმცა საბოლოოდ კომპანიამ სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა და 400 მლნ დოლარზე მეტი მოცულობის კომპენსაციის გადახდას სთხოვს, ვეფხვაძე ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები საინვესტიციო თანამშრომლობას ვერ დააზიანებს.
“ენერგეტიკის ნაწილში გვჭირდება ძალიან მაღალი დონის კომუნიკაცია, იმიტომ, რომ ძალიან დიდი და ამბიციური გეგმაა განახლებადი ენერგიის მიმართულებით. თუ თურქი ინვესტორები დაინახავენ, რომ პირობითად 700 მეგავატიდან ერთ გეგავატამდე იზრდება გადამცემი ხაზების სიმძლავრე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ სექტორშიც მათი მხრიდან ინვესტიცია დიდი იქნება. “ენკას” შემთხვევა გარკვეული პერიოდი ალბათ მოქმედებდა, მაგრამ მგონია, რომ საბოლოო ჯამში ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არ არის საზოგადო პრაქტიკა და არ იქნება განზოგადებული სხვა ბიზნესს ურთიერთობებზე”, – თქვა ვეფხვაძემ.
What's Your Reaction?






