თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდორის 2 სასაქონლო პარტია (საერთო წინა 32 039 კგ.) შეაჩერეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელი ფიტოსანიტარის მიერ, საქონლის ინსპექტირებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის (Tuta Absoluta) დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

აპრ. 30, 2025 - 19:27
 0
თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდორის 2 სასაქონლო პარტია (საერთო წინა 32 039 კგ.) შეაჩერეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელი ფიტოსანიტარის მიერ, საქონლის ინსპექტირებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის (Tuta Absoluta) დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow