თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის 75 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის რეზერვი აღმოაჩინა
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა შავ ზღვაში ბურღვითი სამუშაოების დროს ბუნებრივი აირის 75 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის რეზერვი აღმოაჩინა. “ამ აღმოჩენით ჩვენ დავაკმაყოფილებთ თურქეთის სახლების ბუნებრივი აირის საჭიროებებს 3.5 წლის განმავლობაში”. – თქვა ერდოღანმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე სტამბოლში. ერდოღანის თქმით, ბუნებრივი აირის რეზერვი, რომლის ეკონომიკური ღირებულება დაახლოებით $30 მილიარდია, Goktepe-3 ჭაბურღილში აღმოაჩინეს, 3500 მეტრის […]


თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა შავ ზღვაში ბურღვითი სამუშაოების დროს ბუნებრივი აირის 75 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის რეზერვი აღმოაჩინა.
“ამ აღმოჩენით ჩვენ დავაკმაყოფილებთ თურქეთის სახლების ბუნებრივი აირის საჭიროებებს 3.5 წლის განმავლობაში”. – თქვა ერდოღანმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე სტამბოლში.
ერდოღანის თქმით, ბუნებრივი აირის რეზერვი, რომლის ეკონომიკური ღირებულება დაახლოებით $30 მილიარდია, Goktepe-3 ჭაბურღილში აღმოაჩინეს, 3500 მეტრის სიღრმეზე.
როგორც Reuters წერს, თურქეთის მიერ შავ ზღვაში არსებული საქარიის საბადოდან ბუნებრივი აირის მოპოვების დღიური მაჩვენებელი საკუთარ მაქსიმუმზეა; ყოველდღიურად საბადოდან 9.5 მილიონი კუბური მეტრი აირის ექსტრაქცია ხდება.
თურქეთი, რომელიც საჭირო ენერგოპროდუქციის 90%-ს სხვა ქვეყნებისგან შეისყიდის, ქვეყნის შიგნით არსებული რესურსების განვითარებითა და ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების გზით იმპორტის შემცირებასა და ენერგომომარაგების სტაბილურობის გაუმჯობესებას ცდილობს.
tabula.ge
What's Your Reaction?






