თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევამ 4 ადამიანი იმსხვერპლა
სტამბოლში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბარიერს შეეჯახა და გადაბრუნდა. ავტობუსის მძღოლი დააკავეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურები. ავტომაგისტრალზე რამდენიმე საათით ჩაიკეტა მოძრაობა.

სტამბოლში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბარიერს შეეჯახა და გადაბრუნდა.
ავტობუსის მძღოლი დააკავეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურები. ავტომაგისტრალზე რამდენიმე საათით ჩაიკეტა მოძრაობა.
What's Your Reaction?






