თურქეთში დააპატიმრეს ოპოზიციის წარმომადგენელი კიდევ სამი მერი
თურქეთში კორუფციის საქმის გამოძიების ფარგლებში შაბათს დააპატიმრეს კიდევ სამი მერი, რომლებიც წარმოადგენენ ოპოზიციურ, "სახალხო რესპუბლიკურ პარტიას" (CHP). ოპოზიცია დაპატიმრებებს მიიჩნევს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მორიგ გამოვლინებად ამ პარტიის მიმართ - რომელმაც 2024 წლის ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და რომლის რეიტინგიც იზრდება - მაშინ, როცა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" (AKP) პოპულარობა კლებას განიცდის. მიმდინარე გამოძიებას...

What's Your Reaction?






