თურქული მედია – ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელი გახდება
ეს უკვე დადასტურებული ინფორმაციაა და ტრანსფერი ოფიციალურად ორ კვირაში გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილის კლუბმა, „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1 სეზონის ბოლოს დატოვა. მიუხედავად ამისა, ქართველით არაერთი გუნდი დაინტერესდა. მაგალითად, ავტორიტეტული გამოცემა „ეკიპის“ ცნობით, დავითაშვილს აქტიურად აკვირდება „რენი“, რომელიც ზაფხულში შემადგენლობის რადიკალურ გადახალისებას გეგმავს. ფრანგული კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა, ლოიკ დეზირემ ზურიკო ახალწვეულთა შორის მთავარ სამიზნედ დაასახელა. […] The post თურქული მედია – ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელი გახდება appeared first on .

ეს უკვე დადასტურებული ინფორმაციაა და ტრანსფერი ოფიციალურად ორ კვირაში გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილის კლუბმა, „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1 სეზონის ბოლოს დატოვა. მიუხედავად ამისა, ქართველით არაერთი გუნდი დაინტერესდა.
მაგალითად, ავტორიტეტული გამოცემა „ეკიპის“ ცნობით, დავითაშვილს აქტიურად აკვირდება „რენი“, რომელიც ზაფხულში შემადგენლობის რადიკალურ გადახალისებას გეგმავს. ფრანგული კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა, ლოიკ დეზირემ ზურიკო ახალწვეულთა შორის მთავარ სამიზნედ დაასახელა.
ცნობისთვის, 24 წლის შემტევმა გასულ სეზონში ლიგა 1-ში 9 გოლი გაიტანა, 7 საგოლე გადაცემა შეასრულა და, მთლიანობაში, 16 გოლში მიიღო მონაწილეობა. „სენტ-ეტიენმა“ სეზონი ბოლოდან მეორე ადგილზე დაასრულა და მომავალი სეზონიდან ლიგა 2-ში იასპარეზებს.
The post თურქული მედია – ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელი გახდება appeared first on .
What's Your Reaction?






