იაპონური კულტურის საღამო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იაპონური კულტურის საღამოს უმასპინძლა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს იაპონური სიმღერისა და ცეკვის, ასევე იაპონური კომიკური თეატრის მიერ შესრულებული ნომრების ხილვა შეეძლოთ. ღონისძიებაზე ჩატარდა სხვადასხვა სახის მასტერკლასებიც. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ იაპონური კულტურის საღამოს საქართველოში იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი და აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე ესწრებოდნენ. ღონისძიების პარალელურად მოეწყო საგამოფენო სივრცეც. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ კავშირებს და კეთილმეგობრულ ურთიერთობებს.

აპრ. 11, 2025 - 00:27
 0
იაპონური კულტურის საღამო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იაპონური კულტურის საღამოს უმასპინძლა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს იაპონური სიმღერისა და ცეკვის, ასევე იაპონური კომიკური თეატრის მიერ შესრულებული ნომრების ხილვა შეეძლოთ. ღონისძიებაზე ჩატარდა სხვადასხვა სახის მასტერკლასებიც.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ იაპონური კულტურის საღამოს საქართველოში იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი და აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიების პარალელურად მოეწყო საგამოფენო სივრცეც. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ კავშირებს და კეთილმეგობრულ ურთიერთობებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow