“ივანიშვილი ქილერი და დიქტატორია” – აფგან სადიგოვი მზია ამაღლობელის პროცესზე
ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი იწყება. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული. დღეს დაცვის მხარის სამი მოწმე უნდა დაიკითხოს. პროცესს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საფრანგეთის ელჩის მოადგილე რიჩარდ ვიქენა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ესწრება. სადიგოვი ქართულ ციხეში 161 დღე შიმშილობდა უკანონოდ დაპატიმრების გამო და ევროსასამართლოს ჩარევით ის 17 აპრილს გაათავისუფლეს. სადიგოვი […] The post “ივანიშვილი ქილერი და დიქტატორია” – აფგან სადიგოვი მზია ამაღლობელის პროცესზე appeared first on .

ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი იწყება. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული. დღეს დაცვის მხარის სამი მოწმე უნდა დაიკითხოს.
პროცესს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საფრანგეთის ელჩის მოადგილე რიჩარდ ვიქენა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ესწრება. სადიგოვი ქართულ ციხეში 161 დღე შიმშილობდა უკანონოდ დაპატიმრების გამო და ევროსასამართლოს ჩარევით ის 17 აპრილს გაათავისუფლეს. სადიგოვი პროცესზე საპროტესტო ბანერებით არის მოსული და აცხადებს რომ ივანიშვილი “ქილერი და დიქტატორია”.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
მზია ამაღლობელი თითქმის 5 თვე უკანონო პატიმრობაშია.
The post “ივანიშვილი ქილერი და დიქტატორია” – აფგან სადიგოვი მზია ამაღლობელის პროცესზე appeared first on .
What's Your Reaction?






