“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

სააგენტო "პარალელი" “ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და კონკრეტულ საფრთხეებზე მიუთითებს: “ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს. ეს თავისიანების დაჭერის და დევნის სანტა-ბარბარა ჩემი აზრით, არის ყურადღების გადატანა მთავარი ბოროტებისგან, რის ჩადენასაც აპირებს ქართული მაფიოზური სისტემის დირექტორი. მისი მთავარი ჩანაფიქრია პროვოკაციების მოწყობა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობაში მონაწილეობის დაბრალება, მათი დაპატიმრება და პარტიების აკრძალვა, ტელევიზიების […] “ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი პარალელი

აგვ. 1, 2025 - 03:57
 0
“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

სააგენტო "პარალელი"
“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და კონკრეტულ საფრთხეებზე მიუთითებს:

ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს.

ეს თავისიანების დაჭერის და დევნის სანტა-ბარბარა ჩემი აზრით, არის ყურადღების გადატანა მთავარი ბოროტებისგან, რის ჩადენასაც აპირებს ქართული მაფიოზური სისტემის დირექტორი.

მისი მთავარი ჩანაფიქრია პროვოკაციების მოწყობა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობაში მონაწილეობის დაბრალება, მათი დაპატიმრება და პარტიების აკრძალვა, ტელევიზიების დახურვა.

7 აგვისტოს, წინ ის უმზადებს დიდ საჩუქარს თავის პატრონებს ეფესბეში, კერძოდ, რუსების მიერ მოგონილ “საპარლამენტო კომისიის” დასკვნის გამოქვეყნება, რომელიც დამადანაშაულებს მე და შესაბამისად საქართველოს “დანაშაულებრივი ომის” დაწყებაში და შესაბამისად საფუძველს შექმნის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილობრივ, დეიურედ, ცნობისთვის.

რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი აგვისტოში – ზუსტად იმავე მიზეზით, რამაც გამოიწვია რუსების ჩვენზე თავდასხმა აგვისტოში. ამ დროს ხალხი ძირითადად ისვენებს, დასავლელი პოლიტიკოსების უმრავლესობა შვებულებაშია და ბოლოს და ბოლოს ძალიან ცხელა და ესეც ხელს შეუწყობს ყურადღების გაფანტვას.

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ყველაფერი, რაც მიმდინარეობს, არის კრემლის ერთიანი გეგმის ნაწილი. რაც ასევე გულისხმობს ჩემთვის მძიმე ბრალდებების წაყენებას, როგორც მაგალითად პრეზიდენტ ზელენსკისთვის და აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებისთვის.

ივანიშვილის ასეთი პროგნოზირებადობა კიდევ უფრო დააჩქარებს ქართველი ხალხის გამარჯვებას. ძალა ერთობაშია!“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow