ივნისში ტურისტული ჯავშნები ისრაელიდან სრულად გაგვიუქმდა – Medraft Georgia
ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე, საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანია Medraft Georgia, რომელიც სრულად ისრაელის ბაზარზე იყო ორიენტირებული, გამოწვევის წინაშეა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნაზი სეფიაშვილი “საქმის კურსთან” საუბარში აღნიშნავს, ივნისში ყველა ჯავშანი გაუუქმდა და ივლისის პროგნოზიც არასახარბიელოა. „ივნისი სრულად გაგვიუქმდა – სამი დიდი ჯგუფი და ორი პატარა. პირველად ხდება, რომ ერთი თვის განმავლობაში ყველა ჯავშანი […]


ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე, საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანია Medraft Georgia, რომელიც სრულად ისრაელის ბაზარზე იყო ორიენტირებული, გამოწვევის წინაშეა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნაზი სეფიაშვილი “საქმის კურსთან” საუბარში აღნიშნავს, ივნისში ყველა ჯავშანი გაუუქმდა და ივლისის პროგნოზიც არასახარბიელოა.
„ივნისი სრულად გაგვიუქმდა – სამი დიდი ჯგუფი და ორი პატარა. პირველად ხდება, რომ ერთი თვის განმავლობაში ყველა ჯავშანი გაუქმდეს. მაშინაც კი, როცა ისრაელსა და ჰამასს შორის იყო დაპირისპირება, ამ მოცულობის გაუქმებები არ გვქონია. ფრენების აღდგენისთანავე ტურისტები [ისრაელიდან] მალევე ჩამოვიდნენ“, – ამბობს სეფიაშვილი.
მისი თქმით, ტურისტული კომპანიების მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეული ტურისტული სეზონის დაგეგმვა წინასწარ ხდება, ამიტომ სხვა ბაზრებზე მყისიერი გადართვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
„წლის დასაწყისში უკვე ვიცით კონკრეტულ თვეებში რამდენ ტურისტს უნდა მოვემსახუროთ. სხვა ბაზრებზე ასე უცებ გადასვლა ზოგადად ტურისტული კომპანიისთვის გამორიცხულია. ერთი სიკეთე ისაა, რომ სასტუმროები ითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და ჯავშნებს სრულიად უფასოდ გვიუქმებენ. თუმცა მოგება 0% მაქვს“, – აცხადებს Medraft Georgia-ს დამფუძნებელი.
Medraft Georgia-ს მონაცემებით, მიმდინარე წელს კომპანიას შარშანდელთან შედარებით 10%-იანი ზრდა ჰქონდა, თუმცა სეფიაშვილის განცხადებით, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, დატვირთვა მხოლოდ 50%-ია.
What's Your Reaction?






