ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.0% შეადგინა - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ცნობით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.0% შეადგინა, ხოლო მაისთან შედარებით ფასები თითქმის იმავე დონეზე შენარჩუნდა. საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით, მეტწილად სურსათის ფასები მოქმედებს, რაც, ერთი მხრივ, პურის გაძვირებას უკავშირდება. მეორე მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულის ფასები წინა წელთან შედარებით მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცა. ამავდროულად, სურსათის ინფლაციას გარკვეულწილად საბაზო ეფექტიც განაპირობებს, რადგანაც გასულ წელს სურსათი ძირითადად დეფლაციური იყო. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით საწვავის ფასების წლიური გაიაფება მოქმედებს, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ტენდენციის ასახვაა. აღსანიშნავია, რომ ირან-ისრაელის ომმა ნავთობის ფასები მხოლოდ მცირედით და ხანმოკლედ გაზარდა. ბოლო მონაცემებით, ნავთობის ფასი დაუახლოვდა ომამდელ ნიშნულს. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.2% შეადგინა. „ივნისში, გასულ თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში მეტ-ნაკლებად გამოსარჩევი სურსათის ფასების სეზონური ცვლილებებია, მათ შორის კარტოფილის გაიაფება, 0.2 პროცენტულ პუნქტიანი წვლილით თვის ინფლაციაში. წლიურად, როგორც აღინიშნა, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის გაძვირება მოქმედებდა. სურსათი გასულ წლის ივნისთან შედარებით 9.9%-ით გაძვირდა. აქედან, პურის, ზეთის, კარტოფილისა და იმერული ყველის გაძვირებამ ინფლაცია ჯამში 1.6 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის 9.4%-იანი ინფლაცია, რამაც მთლიან ინფლაციაში 0.8 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა. საწვავისა და ინტერნეტის გაიაფებამ ინფლაცია შესაბამისად 0.6 პპ და 0.4 პროცენტული პუნქტით შეამცირა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში. ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, ადგილობრივად და შერეულად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ, შესაბამისად 5.2% და 7.2% შეადგინა. ეროვნული ბანკის ცნობით, ადგილობრივი ინფლაციის მატება ყველაზე მეტად პურის გაძვირებას უკავშირდება. „მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ბოლო თვეებია, სტაბილურია. ივნისში მომსახურების ინფლაცია 2.3%-ს გაუტოლდა. შერეული ინფლაციის მატება ყველაზე მეტად მზესუმზირის ზეთისა და კარტოფილის გაძვირებას უკავშირდება. იმპორტირებულ პროდუქტებში დიდწილად საწვავის წლიური გაიაფების გავლენით 2.0%- იანი დეფლაცია დაფიქსირდა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. ცენტრალური ბანკის ცნობით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7543-დან 2.7424- მდე, ანუ 0.4%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ – 3.0894-დან 3.0976-მდე, ანუ 0.3%-ით გაუფასურდა. თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7334 და 3.0969 შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7492 იყო, მინიმალური კი – 2.7334.  

ივლ. 8, 2025 - 12:57
 0
ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.0% შეადგინა - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ცნობით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.0% შეადგინა, ხოლო მაისთან შედარებით ფასები თითქმის იმავე დონეზე შენარჩუნდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით, მეტწილად სურსათის ფასები მოქმედებს, რაც, ერთი მხრივ, პურის გაძვირებას უკავშირდება. მეორე მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულის ფასები წინა წელთან შედარებით მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცა. ამავდროულად, სურსათის ინფლაციას გარკვეულწილად საბაზო ეფექტიც განაპირობებს, რადგანაც გასულ წელს სურსათი ძირითადად დეფლაციური იყო.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით საწვავის ფასების წლიური გაიაფება მოქმედებს, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ტენდენციის ასახვაა.

აღსანიშნავია, რომ ირან-ისრაელის ომმა ნავთობის ფასები მხოლოდ მცირედით და ხანმოკლედ გაზარდა. ბოლო მონაცემებით, ნავთობის ფასი დაუახლოვდა ომამდელ ნიშნულს. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.2% შეადგინა.

„ივნისში, გასულ თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში მეტ-ნაკლებად გამოსარჩევი სურსათის ფასების სეზონური ცვლილებებია, მათ შორის კარტოფილის გაიაფება, 0.2 პროცენტულ პუნქტიანი წვლილით თვის ინფლაციაში. წლიურად, როგორც აღინიშნა, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის გაძვირება მოქმედებდა. სურსათი გასულ წლის ივნისთან შედარებით 9.9%-ით გაძვირდა. აქედან, პურის, ზეთის, კარტოფილისა და იმერული ყველის გაძვირებამ ინფლაცია ჯამში 1.6 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის 9.4%-იანი ინფლაცია, რამაც მთლიან ინფლაციაში 0.8 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა. საწვავისა და ინტერნეტის გაიაფებამ ინფლაცია შესაბამისად 0.6 პპ და 0.4 პროცენტული პუნქტით შეამცირა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, ადგილობრივად და შერეულად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ, შესაბამისად 5.2% და 7.2% შეადგინა. ეროვნული ბანკის ცნობით, ადგილობრივი ინფლაციის მატება ყველაზე მეტად პურის გაძვირებას უკავშირდება.

„მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ბოლო თვეებია, სტაბილურია. ივნისში მომსახურების ინფლაცია 2.3%-ს გაუტოლდა. შერეული ინფლაციის მატება ყველაზე მეტად მზესუმზირის ზეთისა და კარტოფილის გაძვირებას უკავშირდება. იმპორტირებულ პროდუქტებში დიდწილად საწვავის წლიური გაიაფების გავლენით 2.0%- იანი დეფლაცია დაფიქსირდა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ცენტრალური ბანკის ცნობით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7543-დან 2.7424- მდე, ანუ 0.4%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ – 3.0894-დან 3.0976-მდე, ანუ 0.3%-ით გაუფასურდა.

თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7334 და 3.0969 შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7492 იყო, მინიმალური კი – 2.7334.

 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow