"ილიას ნოკაუტით დავამარცხებ" - თოფურიას მომდევნო მეტოქის ინტერვიუ

ბრაზილიელი მებრძოლი ჩარლზ ოლივეირა დარწმუნებულია, რომ 29 ივნისს ილია თოფურიასთან დაპირისპირებაში გამარჯვებას შეძლებს...

მაი. 22, 2025 - 15:27
 0
"ილიას ნოკაუტით დავამარცხებ" - თოფურიას მომდევნო მეტოქის ინტერვიუ
ბრაზილიელი მებრძოლი ჩარლზ ოლივეირა დარწმუნებულია, რომ 29 ივნისს ილია თოფურიასთან დაპირისპირებაში გამარჯვებას შეძლებს და არამარტო მოიგებს, არამედ ამას დამაჯერებლად – ნოკაუტით გააკეთებს.

ოლივეირამ, რომელიც მსუბუქი წონის (70 კგ) ყოფილი ჩემპიონია, თავისი მტკიცე განწყობა Full Violence-ის პოდკასტში დააფიქსირა:

ილია ძალიან კარგი მებრძოლია, მაგრამ მე არავისთან აღარ მაქვს რამეს დამტკიცების საჭიროება. ჩემი კარიერა და მიღწევები თავად მეტყველებს. ეს ბრძოლა ჩემთვის დიდ შანსს წარმოადგენს და დარწმუნებული ვარ, მას ნოკაუტით დავამარცხებ,“ – აღნიშნა ბრაზილიელმა.

ოლივეირა, რომელსაც UFC-ში უამრავი დასამახსოვრებელი გამარჯვება აქვს მოპოვებული, თოფურიასთვის სერიოზულ გამოცდად ითვლება. თუმცა ქართველ მებრძოლს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს – იგი ჯერაც დაუმარცხებელია და ბოლო ბრძოლებში ერთხმად იქნა აღიარებული ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ და ფიზიკურად გამორჩეულ მებრძოლად.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow