"ილიასთან ბრძოლა როცა ჩამენიშნა, ჩემს ოჯახში ეს ხდებოდა" - ოლივეირას კომენტარი

UFC-ის მსუბუქ წონაში გულშემატკივრებს დიდებული ორთაბრძოლა ელოდებათ: ილია თოფურია ოქტაგონში ჩარლზ ოლივეირას შეერკინება...

მაი. 16, 2025 - 16:57
 0
"ილიასთან ბრძოლა როცა ჩამენიშნა, ჩემს ოჯახში ეს ხდებოდა" - ოლივეირას კომენტარი
UFC-ის მსუბუქ წონაში გულშემატკივრებს დიდებული ორთაბრძოლა ელოდებათ: ილია თოფურია ოქტაგონში ჩარლზ ოლივეირას შეერკინება. ბრძოლა 29 ივნისს, UFC 317-ის ფარგლებში გაიმართება და ტიტულისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

ჩარლზ ოლივეირასთვის ეს მეხუთე ტიტულისთვის ბრძოლა იქნება. როგორც თავად ამბობს, ილიასთან შეხვედრის შესახებ შეტყობინება ემოციურად მიიღო. MMA Today-სთან ინტერვიუში ოლივეირამ აღნიშნა:

როცა ეს ამბავი გავიგეთ, სახლში სრული სიგიჟე იყო. ბავშვები ყვიროდნენ, ყველა სიხარულით იყო აღსავსე. ტელეფონი ხელში ავიღე და ასობით შეტყობინება დამხვდა. მაშინვე ჩემს მწვრთნელთან, დიეგო ლიმასთან გავიქეცი. ახლა ერთი მიზანი მაქვს — 46 დღეში დავიბრუნო ქამარი, რომელიც ჩემი უნდა დარჩენილიყო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow