ილიაუნის სტუდენტებმა უნივერსიტეტის წინ გზა გადაკეტეს

ლიკა ლორთქიფანიძის და თათია აფრიამაშვილის მხარდასაჭერად, ილიაუნის სტუდენტებმა უნივერსიტეტის წინ გზა გადაკეტეს და ფოიერვერკი ისროლეს. შეგახსენებთ, რომ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო. ასევე, აქტივისტი თათია აფრიამაშვილი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 12 დღიან პატიმრობაში გაუშვა. შეგახსენებთ, რომ საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის […]

მაი. 30, 2025 - 20:57
 0
ილიაუნის სტუდენტებმა უნივერსიტეტის წინ გზა გადაკეტეს

ლიკა ლორთქიფანიძის და თათია აფრიამაშვილის მხარდასაჭერად, ილიაუნის სტუდენტებმა უნივერსიტეტის წინ გზა გადაკეტეს და ფოიერვერკი ისროლეს.
შეგახსენებთ, რომ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.
ასევე, აქტივისტი თათია აფრიამაშვილი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 12 დღიან პატიმრობაში გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს.
“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “ძირს რუსული რეჟიმი” – სკანდირებდნენ აქტივისტები.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow