ილჰამ ალიევი: „ჩინელი ტურისტების 1% აზერბაიჯანისთვის საკმარისი იქნება“
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა CGTN-თან (China Global Television Network) ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი მეგობარ ქვეყნებთან ვიზის რეჟიმის გაუქმებაა. 2025 წლის 23 აპრილს აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმი ოფიციალურად გაუქმდა. ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა 2024 წელს ცალმხრივად გააუქმა ვიზა ჩინეთის მოქალაქეებისთვის. ალიევის განმარტებით, ვიზის რეჟიმის გაუქმების შემდეგ, ჩინელი ტურისტების რაოდენობა […]


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა CGTN-თან (China Global Television Network) ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი მეგობარ ქვეყნებთან ვიზის რეჟიმის გაუქმებაა.
2025 წლის 23 აპრილს აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმი ოფიციალურად გაუქმდა.
ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა 2024 წელს ცალმხრივად გააუქმა ვიზა ჩინეთის მოქალაქეებისთვის. ალიევის განმარტებით, ვიზის რეჟიმის გაუქმების შემდეგ, ჩინელი ტურისტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა, თუმცა საერთო წილში კვლავ მცირეა — 2025 წლის პირველ ორ თვეში აზერბაიჯანს 5 377 ჩინელი ესტუმრა, რაც უცხოელი ვიზიტორების მხოლოდ 1,6%-ს შეადგენს.
მისი თქმით, სავიზო რეჟიმის უკვე ორმხრივად გაუქმების შემდეგ “თუ 150 მილიონი ჩინელი ტურისტიდან სულ მცირე 1% ესტუმრება აზერბაიჯანს, ეს ქვეყნისთვის საკმარისი იქნება.”
What's Your Reaction?






