იმედგაცრუება ჩვენთვის უნდა ეკითხათ, როცა ამერიკული კომპანია ვერ ვნახეთ, რომელსაც ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ექნებოდა - შალვა პაპუაშვილი
იმედგაცრუება ჩვენთვის უნდა ეკითხათ, როცა ამერიკული კომპანია ვერ ვნახეთ, რომელსაც ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ექნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ჯინ შაჰინის განცხადებაზე, რომ ანაკლიის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა დიდი იმედგაცრუებაა. „ასეთი დამოკიდებულება ცოტა უცნაურია - არც შენთვის გინდოდეს და არც სხვისთვის, ეს დაახლოებით ასეა. არავის დაუშლია არც ამერიკული და არც სხვა კომპანიისთვის, მონაწილეობა მიეღო. შარშან ღია საერთაშორისო ტენდერი ჩატარდა, სადაც მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლო. ვინც მონაწილეობა მიიღო, მისი არჩევა მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია დაკავებული რომ არ ყოფილიყო საქართველოში რევოლუციების მოსაწყობად ფულის ხარჯვით და ეს ფული, ენერგია ეკონომიკური თანამშრომლობისა და ასეთი პროექტებისკენ წარემართა, ვინ იცის, იქნებ დღეს ამერიკული კომპანიები ყოფილიყვნენ დაინტერესებულები. ზუსტად ამას ვამბობდი, რომ, სამწუხაროდ, ამერიკის მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორობას შინაარსი არ ჰქონდა მიცემული. წლები ვცდილობდით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ყოფილიყო, ასევე ყოფილიყო უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები, რაც ეკონომიკურ ურთიერთობებს წაახალისებდა. გარდა ამისა, არაერთხელ იყო პირდაპირ საუბარი, რომ ჩვენ დიდი ეკონომიკა არ ვართ და, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ადვილად შეიძლება ეკონომიკური ურთიერთობების, ამერიკული ინვესტიციების წახალისება საქართველოში. სამწუხაროდ, ამ ნაბიჯების ნაცვლად, წინა ადმინისტრაცია დაკავებული იყო ჯანჯღარით, რევოლუციების დაფინანსებით, რაღაც უაზრო იდეოლოგიებისა და ლგბტ პროპაგანდის დაფინანსებით. სენატორ შაჰინის პარტიამ, წინა ადმინისტრაციამ ამისთვის დახარჯა ამერიკელი ხალხის ფულიც, ენერგიაც. საბოლოო ჯამში, ახლა რაღაც საყვედურნარევი სიტყვები გვესმის იმ გაფუჭებული საქმის გამო, რაც შაჰინისა და წინა ადმინისტრაციის დამსახურებაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იმედგაცრუება ჩვენთვის უნდა ეკითხათ, როცა ამერიკული კომპანია ვერ ვნახეთ, რომელსაც ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ექნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ჯინ შაჰინის განცხადებაზე, რომ ანაკლიის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა დიდი იმედგაცრუებაა.
„ასეთი დამოკიდებულება ცოტა უცნაურია - არც შენთვის გინდოდეს და არც სხვისთვის, ეს დაახლოებით ასეა. არავის დაუშლია არც ამერიკული და არც სხვა კომპანიისთვის, მონაწილეობა მიეღო. შარშან ღია საერთაშორისო ტენდერი ჩატარდა, სადაც მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლო. ვინც მონაწილეობა მიიღო, მისი არჩევა მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია დაკავებული რომ არ ყოფილიყო საქართველოში რევოლუციების მოსაწყობად ფულის ხარჯვით და ეს ფული, ენერგია ეკონომიკური თანამშრომლობისა და ასეთი პროექტებისკენ წარემართა, ვინ იცის, იქნებ დღეს ამერიკული კომპანიები ყოფილიყვნენ დაინტერესებულები. ზუსტად ამას ვამბობდი, რომ, სამწუხაროდ, ამერიკის მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორობას შინაარსი არ ჰქონდა მიცემული. წლები ვცდილობდით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ყოფილიყო, ასევე ყოფილიყო უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები, რაც ეკონომიკურ ურთიერთობებს წაახალისებდა. გარდა ამისა, არაერთხელ იყო პირდაპირ საუბარი, რომ ჩვენ დიდი ეკონომიკა არ ვართ და, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ადვილად შეიძლება ეკონომიკური ურთიერთობების, ამერიკული ინვესტიციების წახალისება საქართველოში. სამწუხაროდ, ამ ნაბიჯების ნაცვლად, წინა ადმინისტრაცია დაკავებული იყო ჯანჯღარით, რევოლუციების დაფინანსებით, რაღაც უაზრო იდეოლოგიებისა და ლგბტ პროპაგანდის დაფინანსებით. სენატორ შაჰინის პარტიამ, წინა ადმინისტრაციამ ამისთვის დახარჯა ამერიკელი ხალხის ფულიც, ენერგიაც. საბოლოო ჯამში, ახლა რაღაც საყვედურნარევი სიტყვები გვესმის იმ გაფუჭებული საქმის გამო, რაც შაჰინისა და წინა ადმინისტრაციის დამსახურებაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
What's Your Reaction?






