იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. "1976 წელს დაბადებული ქ.შ.-ს, 1977 წელს დაბადებული ვ.კ.-ს და წარსულში ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ 1976 წელს დაბადებულ ი.ჟ.-ს ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში. დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები", - აცხადებენ შსს-ში.  უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, ასევე, 19-260-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით მიმდინარეობს.

მაი. 1, 2025 - 12:27
 0
იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

"1976 წელს დაბადებული ქ.შ.-ს, 1977 წელს დაბადებული ვ.კ.-ს და წარსულში ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ 1976 წელს დაბადებულ ი.ჟ.-ს ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში.

დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები", - აცხადებენ შსს-ში. 

უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, ასევე, 19-260-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით მიმდინარეობს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow