“იმის შესახებ, თუ რა მოხდა, რა ძალამ დაგვრთგუნა და მოგვერია…” – დოდონა კიზირია
სააგენტო "პარალელი" “იმის შესახებ, თუ რა მოხდა, რა ძალამ დაგვრთგუნა და მოგვერია…” – დოდონა კიზირია ეს ლექსი 1992 წელს დავწერე – აღნიშნავს ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია და ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს ლექსს: მამული აღარაფერი დაგვრჩა საამაყო და სასიქადულო. ყველა ის განძი – სიყვარული, ენა, მამული, – ისე დაგვეფლითა და დაგვეცრიცა, რომ ოცდაათ ვერცხლსაც ვერავინ მოგვცემს. სხვაგვარ ლითონს კი ყველა მივიღებთ უხვად სათანადო გზებითა და იარაღების ქუხილით. მერე გავა […] “იმის შესახებ, თუ რა მოხდა, რა ძალამ დაგვრთგუნა და მოგვერია…” – დოდონა კიზირია პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“იმის შესახებ, თუ რა მოხდა, რა ძალამ დაგვრთგუნა და მოგვერია…” – დოდონა კიზირია
ეს ლექსი 1992 წელს დავწერე – აღნიშნავს ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია და ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს ლექსს:
მამული
აღარაფერი დაგვრჩა საამაყო და სასიქადულო.
ყველა ის განძი – სიყვარული, ენა, მამული, –
ისე დაგვეფლითა და დაგვეცრიცა,
რომ ოცდაათ ვერცხლსაც ვერავინ მოგვცემს.
სხვაგვარ ლითონს კი ყველა მივიღებთ უხვად
სათანადო გზებითა და იარაღების ქუხილით.
მერე გავა დრო,
თარიღები რიგით ერთმანეთს მიჰყვებიან
და, ალბათ, როდისმე ორიოდე ცნობისმოყვარე
ნანგრევებს აღმოაჩენს, ნაცარგადაყრილს
და შეეცდება აღადეგინოს, ვით თიხის სურა,
ის, რაც მიგვაჩნდა გმირულ წარსულად,
და წამოაყენებს სხვადასხვა
ჰიპოტეზებსა და თეორიებს
იმის შესახებ, თუ რა მოხდა, რა ძალამ დაგვრთგუნა
და მოგვერია,
ან რანი ვიყავით, რა გაგვაჩნდა სასიქადულო –
თუ გვწამდა ღმერთი.
თუ გვქონდა ენა,
თუ გვიყვარდა მამული.
“იმის შესახებ, თუ რა მოხდა, რა ძალამ დაგვრთგუნა და მოგვერია…” – დოდონა კიზირია
პარალელი
What's Your Reaction?






