ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ინდური მხარეც ადასტურებს

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ინდური მხარეც ადასტურებს. შესაბამის ინფორმაციას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „პაკისტანის სამხედრო ოპერაციების გენერალურმა დირექტორმა დღეს, 15:35 საათზე, ინდოეთის სამხედრო ოპერაციების გენერალურ დირექტორს დაურეკა. შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარე შეწყვეტდა ყველა სახის საბრძოლო მოქმედებას ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე დღეს, ინდოეთის სტანდარტული დროით 17:00 საათიდან“, - განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ვიკრამ მისრიმ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხვადასხვა საკითხების შესახებ მოლაპარაკებებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაიწყებენ.

მაი. 10, 2025 - 20:27
 0
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ინდური მხარეც ადასტურებს

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ინდური მხარეც ადასტურებს.

შესაბამის ინფორმაციას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„პაკისტანის სამხედრო ოპერაციების გენერალურმა დირექტორმა დღეს, 15:35 საათზე, ინდოეთის სამხედრო ოპერაციების გენერალურ დირექტორს დაურეკა. შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარე შეწყვეტდა ყველა სახის საბრძოლო მოქმედებას ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე დღეს, ინდოეთის სტანდარტული დროით 17:00 საათიდან“, - განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ვიკრამ მისრიმ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხვადასხვა საკითხების შესახებ მოლაპარაკებებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაიწყებენ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow