„ინდოელი მომხმარებელი გამოირჩევა ძალიან დაბალი მსყიდველუნარიანობით. ისინი გევაჭრებიან თითო თეთრზე. ძალიან მავნე ბაზარია“ – ტურიზმის ექსპერტი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 4.6%-ით გაიზარდა. საიდანაც, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 270 363 შეადგინა, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მიმდინარე წელს ვიზიტების მნიშვნელოვანი ზრდა ჩინეთიდან და ინდოეთიდან დაფიქსირდა. 6 თვეში საქართველოში ინდოეთიდან 75 893 ვიზიტი შედგა, რაც 31.4%-იანი ზრდაა. აღნიშნულ მონაცემს სამწუხარო ტენდენციას უწოდებს ტურიზმის ექსპერტი ვიკა […]


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 4.6%-ით გაიზარდა. საიდანაც, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 270 363 შეადგინა, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მიმდინარე წელს ვიზიტების მნიშვნელოვანი ზრდა ჩინეთიდან და ინდოეთიდან დაფიქსირდა. 6 თვეში საქართველოში ინდოეთიდან 75 893 ვიზიტი შედგა, რაც 31.4%-იანი ზრდაა.
აღნიშნულ მონაცემს სამწუხარო ტენდენციას უწოდებს ტურიზმის ექსპერტი ვიკა შარია. მისი შეფასებით ინდური ბაზარი მავნეა. ,,კომერსანტთან“ საუბარში ის აცხადებს, რომ ინდოელი ტურისტები დაბალი მსყიდველუნარიანობით გამორჩევიან და ყველა თეთრზე ვაჭრობენ. ვიკა შარია განმარტავს, რომ ინდოელი ტურისტების რაოდენობის ზრდა სასტუმროებისთვის მოკლევადიან პერიოდში მოგებიანია, თუმცა გრძელვადიანი პერსპექტივაში არა.
,,რაც შეეხება ინდოეთის ბაზარს, აქ ცოტა უფრო სამწუხარო ტენდენცია იკვეთება. ეს არის ძალიან დაბალბიუჯეტური ბაზარი. ინდოელი მომხმარებელი გამოირჩევა ძალიან დაბალი მსყიდველუნარიანობით. ისინი გევაჭრებიან თითო თეთრზე. პირადად მე კატეგორიულად და პრინციპულად არ ვმუშაობ ამ ბაზარზე. მათ ასევე ახასიათებთ, ის რომ მუშაობენ მხოლოდ ინდური სერვისის მომწოდებლებთან. აქ ჩამოდიან ინდოეთის მოქალაქეები. საქართველოში ხსნიან ტურისტულ კომპანიებს და მუშაობენ საკუთარ ბაზარზე. სასტუმროებისთვის შეიძლება ეს კარგია, მაგრამ არა გრძელვადიან პერსპექტივაში. იმიტომ, რომ სასტუმრო იცვითება, ვარდება ხარისხი სარემონტოა, ფასის დემპინგი ხდება საშინელი. მოკლედ, ძალიან მავნე ბაზარია. ეს ჩემი პირადი აზრია.”- აცხადებს ვიკა შარია.
მიმდინარე წლის 6 თვეში ჩინეთიდან ვიზიტების რაოდენობა 42.3%-ით გაიზარდა და 46 755 შეადგინა. ტურიზმის ექსპერტს ზრდის ეს მაჩვენებელი არ უკვირს. ვიკა შარია განმარტავს, რომ ჩინელებს ძალიან უყვართ მოგზაურობა. საქართველო კი მათთვის უცხო ქვეყანაა. დაინტერესების ზრდა განხორციელებულ მარკეტინგულ კამპანიასაც უკავშირდება.
,,რაც შეეხება ჩინეთს, ეს ზრდა დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენს სახელმწიფოს ძალიან აქტიური მარკეტინგული და სტრატეგიული კამპანიები აქვს ამ ქვეყანაში. ჩინეთს არ ვერჩი. მშვენიერი ბაზარია სამხრეთ კორეაც, რომელიც გაზრდილია ასევე. რაც კარგია. ჩინელი ტურისტი ყველგან დადის. ის, რომ ჩინეთმა იმატა საქართველოში ეს არანაირი განსაკუთრებული ინდიკატორი არ არის. ჩინელებს ზოგადად ძალიან უყვართ მოგზაურობა და საქართველო მათთვის არის უცხო ხილი.”- აცხადებს ვიკა შარია.
ზრდის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ისრაელიდანაც. 6 თვეში ზრდამ 35.7% შეადგინა. ტურიზმის ექსპერტი აცხადებს, რომ ისრაელი საქართველოსთვის წლების მანძილზე ტრადიციულ ბაზარს წარმოადგენს. დაძაბული ვითარების მიუხედავად, ისრაელის მოქალაქეებმა არსებულ ვითარებასთან ადაპტაცია შეძლეს და მოგზაურობის არ ეშინიათ.
,,ისრაელის ბაზარი ეს არის წლების მანძილზე (ათწლეულების მანძილზე) ჩვენი ტრადიციული ბაზარი და ძალიან სტაბილური ბაზარი. არსებული არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად ისრაელის მოქალაქეები მაინც დადიან. არ ეშინიათ და უკვე ადაპტირდნენ ამ არასტაბილურ გარემოსთან. შესაბამისად, მოგზაურობას არ წყვეტენ რაც ჩვენთვის კარგია.”- აცხადებს ვიკა შარია.
What's Your Reaction?






