ირაკლი ზარქუა: “დიასპორაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა”

სააგენტო "პარალელი" ირაკლი ზარქუა: “დიასპორაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა” „მსურს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს მივმართო: ჩვენ ვამაყობთ თქვენით. ხელისუფლების წარმომადგენლები ვცდილობთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ დიასპორასა და ჩვენს ქვეყანას შორის კავშირი. ეს დამოკიდებულება ჩვენ კონსტიტუციაშიც ავსახეთ. დიასპორაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა“, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი ზარქუამ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების […] ირაკლი ზარქუა: “დიასპორაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა” პარალელი

მაი. 28, 2025 - 04:27
 0
ირაკლი ზარქუა: “დიასპორაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა”

სააგენტო "პარალელი"
ირაკლი ზარქუა: “დიასპორაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა”

მსურს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს მივმართო: ჩვენ ვამაყობთ თქვენით. ხელისუფლების წარმომადგენლები ვცდილობთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ დიასპორასა და ჩვენს ქვეყანას შორის კავშირი. ეს დამოკიდებულება ჩვენ კონსტიტუციაშიც ავსახეთ. დიასპორაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა“, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ზარქუამ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე დიასპორასთან ერთად კატალონიაში ვიზეიმე. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მასწავლებელს, ქორეოგრაფს და სასულიერო პირს, ვინც ცდილობს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს ქართული ღირებულებები და კულტურა შეუნარჩუნოს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი გრანტებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს.

სახელმწიფო ზრუნავს თქვენზე და ცდილობს მშვიდობიან საქართველოში დაგაბრუნოთ. მსოფლიო გადანაწილებაში ჩვენ ვცდილობთ, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ეს გავაკეთეთ. ამაზე უნდა დაშენდეს შემდეგ ეკონომიკური განვითარება და კონკურენტული სამართლებრივი სახელმწიფო. თქვენი დახმარებით ჩვენ ამას მივაღწევთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა და ქართული ეკლესიის წარმომადგენლებმა.

ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პარლამენტის ავრცელებს

ირაკლი ზარქუა: “დიასპორაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა”
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow