ირაკლი კობახიძე – როდესაც თეა წულუკიანი საუბრობს, რომ შეიძლებოდა ომის თავიდან არიდება და ის, რომ გმირები ცოცხლები ყოფილიყვნენ, ეს ფაქტის კონსტატაციაა – არათუ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო
როდესაც თეა წულუკიანი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება ქვეყნისთვის და შესაძლებელი იყო, ჩვენი გმირები ყოფილიყვნენ ცოცხალი და საკუთარ ოჯახზე ეზრუნათ, ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია და იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანებაა, რომელთანაც საქმე გვაქვს – რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, ბუნებრივია, არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი,- ამის […]


როდესაც თეა წულუკიანი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება ქვეყნისთვის და შესაძლებელი იყო, ჩვენი გმირები ყოფილიყვნენ ცოცხალი და საკუთარ ოჯახზე ეზრუნათ, ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია და იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანებაა, რომელთანაც საქმე გვაქვს – რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, ბუნებრივია, არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის, რომ წულუკიანის განცხადების საპროტესტოდ მოქალაქეები მის სახლთან შეიკრიბნენ „ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინებაა“.
„ეს, ერთი რომ ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინებაა და მეორე, ასეთი პროცესები აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია არის სრულად სასოწარკვეთილი. სხვანაირად ასეთი თან არაეფექტიანი, თან აბსოლუტურად ფაშისტური ქმედებების განხორციელება არ აიხსნება, ასეთი ქმედებები განწირულია წარუმატებლობისთვის. გაგრძელდება ყველა ის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებასთან. მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე, საგამოძიებო კომისიის საქმიანობაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელმაც უნდა განამტკიცოს საქართველოში დემოკრატიული სისტემა. აქ თეა წულუკიანის როლი საკვანძოა, ის არის კომისიის ძალიან კარგი თავმჯდომარე, კარგად მიჰყავს კომისიის საქმიანობა და ამით გაღიზიანებულები არიან ის ძალები, რომლებიც წარსულში ჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ოპოზიცია სასოწარკვეთილია, მათი მეთოდები არის ფაშისტური და ამ ყველაფრის გამოვლინებაა, რაც გუშინ ვიხილეთ. რეალურად, ქალბატონმა თეა წულუკიანმა მკაფიო განცხადება გააკეთა, ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ არათუ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, რასაც მერე ხელიც მოაწერეს, თავადვე აღიარეს. შესაბამისად, როდესაც თეა წულუკიანი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება ქვეყნისთვის და შესაძლებელი იყო, ჩვენი გმირები ყოფილიყვნენ ცოცხალი და საკუთარ ოჯახზე ეზრუნათ, ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია და იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანებაა, რომელთანაც ჩვენს საქმე გვაქვს. რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, ბუნებრივია, არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი. ამაზე გაამახვილა ყურადღება თეა წულუკიანმა. აბსოლუტურად ნათელი და ცხადია ყველაფერი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
What's Your Reaction?






