ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი – მან სამშობლოს უღალატა, მაგრამ მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ მან ქვეყანას უღალატა

სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი – მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ მან ქვეყანას უღალატა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ადამიანების გარკვეული ჯგუფი მოღალატედ რაცხავდა, მაგრამ ქვეყნის ღალატის შემდეგ კი, ის გმირად შერაცხეს. „სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი და ეს ჩამოწერის […]

აპრ. 7, 2025 - 17:57
 0
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი – მან სამშობლოს უღალატა, მაგრამ მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ მან ქვეყანას უღალატა

სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი – მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ მან ქვეყანას უღალატა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ადამიანების გარკვეული ჯგუფი მოღალატედ რაცხავდა, მაგრამ ქვეყნის ღალატის შემდეგ კი, ის გმირად შერაცხეს.
ჩამოწერის რეჟიმშია, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი და ეს ჩამოწერის პროცესი გაგრძელდება, კონკრეტული პარტიებიც კი დაუპირისპირეს. 2018 წელს დავეხმარეთ, მაშინ მოღალატედ მოიხსენიებდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა მას და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა გმირად გამოაცხადეს. მან სამშობლოს უღალატა, მაგრამ მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ მან ქვეყანას უღალატა.
მე ძალიან პირნათელი ვარ ჩემი მოქალაქეებს წინაშე, ჩემი აგური მაქვს დადებული საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდებაში. საქართველო კი ჩემი სამშობლოა“,- განაცხადა ირაკლი მ.
გარდა ამისა, მან ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ საინტერესო საერთოდ არ არის.
„ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფიქრობთ წინა, საპარლამენტო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას. წინაზე ავიღეთ 54% და ვფიქრობთ, რომ აქ უფრო მაღალი შედეგის მიღება შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, 64-ივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს“, – აღნიშნა კობახიძემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow