“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ მოროდიორებს, უფრო სწორად, ვინც ხალხს არბევს” – გიორგი ვაშაძე
სააგენტო "პარალელი" “ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ მოროდიორებს, უფრო სწორად, ვინც ხალხს არბევს” – გიორგი ვაშაძე ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის განცხადება-გაფრთხილებას ეხმაურება და კონკრეტული შეთავაზებებით მიმართავს: ,,ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, ამოფარებული ზურგს უკან პოლიციელებს და იმ მოროდიორებს უფრო სწორად, ვინც ხალხს არბევს, გამოდი და ხალხს დაელაპარაკე 26 მაისს თუ მაგარი ხარ. 26 მაისს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე! მე […] “ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ მოროდიორებს, უფრო სწორად, ვინც ხალხს არბევს” – გიორგი ვაშაძე მარიამ ხაჩირაშვილი

სააგენტო "პარალელი"
“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ მოროდიორებს, უფრო სწორად, ვინც ხალხს არბევს” – გიორგი ვაშაძე
,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის განცხადება-გაფრთხილებას ეხმაურება და კონკრეტული შეთავაზებებით მიმართავს:
,,ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, ამოფარებული ზურგს უკან პოლიციელებს და იმ მოროდიორებს უფრო სწორად, ვინც ხალხს არბევს, გამოდი და ხალხს დაელაპარაკე 26 მაისს თუ მაგარი ხარ.
26 მაისს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე! მე მის ადგილზე ერთიანობისკენ მოვუწოდებდი საზოგადოებას, სინდისის პატიმრებს გამოვუშვებდი, უარს ვიტყოდი რუსული ყაიდის კანონების მიღებაზე, ვიტყოდი, რომ ვიწყებთ სწრაფად ევროკავშირში ინტეგრაციას, ხელს ჩამოვართმევდი ევროპელ ლიდერებს. ბინძური სიტყვებით კი არ მოვიხსენიებდი პარტნიორებს, ვეტყოდი, რომ მეგობრობა მინდა.
ეს ადამიანი რას შვრება? ჩვენ არა მარტო გვაპირისპირებს, არამედ გვტოვებს დაუცველს ძლიერი ევროპისა და ძლიერი ამერიკის გარეშე. ამაშია ჩვენსა და მათ შორის სხვაობა. ერთხელ მაინც შეიგნე, შენ თავს რომ პრემიერს უწოდებ, ცოტა სხვა პასუხისმგებლობა გაქვს.
ეს არის მუქარა! ვის უნდა დაემუქრონ ესენი? ვის ეშინია ამათი? არავის არ ეშინია, უბრალოდ ეს არის ძალიან დაბალი დონის ადამიანების საუბარი! თუ შენ თავს პრემიერად თვლი, თუ შენ თავს ქვეყნის პირველ პირად თვლი ამ ლექსიკით არ უნდა საუბრობდე! ის უნდა იყოს ყოველთვის გამაერთიანებელი და არა გამხლეჩი, როგორც არის კობახიძე და ივანიშვილი“, – განაცხა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი
“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ მოროდიორებს, უფრო სწორად, ვინც ხალხს არბევს” – გიორგი ვაშაძე
მარიამ ხაჩირაშვილი
What's Your Reaction?






