ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ალბანეთში დღეიდან იწყება
საქართველოს პრემიერი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტი დღეს ალბანეთში გაიმართება და ირაკლი კობახიძე მასში მონაწილეობისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ მიიწვია. რიგით მე-6 კონფერენციაზე 50-მდე ქვეყნის ლიდერები და ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები ევროპის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მდგრადობასა და არალეგალურ მიგრაციაზე იმსჯელებენ. სამიტის ფარგლებში ასევე ყურადღება დაეთმობა ინოვაციების, ციფრული ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობა.

საქართველოს პრემიერი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტი დღეს ალბანეთში გაიმართება და ირაკლი კობახიძე მასში მონაწილეობისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ მიიწვია.
რიგით მე-6 კონფერენციაზე 50-მდე ქვეყნის ლიდერები და ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები ევროპის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მდგრადობასა და არალეგალურ მიგრაციაზე იმსჯელებენ.
სამიტის ფარგლებში ასევე ყურადღება დაეთმობა ინოვაციების, ციფრული ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში.
ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობა.
What's Your Reaction?






