ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ, გირაოს გადაუხდელობის გამო, პატიმრობის გამოყენება მოითხოვა. ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, 8 აპრილს, აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა. გირაოს გადახდის ვადად […] The post ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს appeared first on .

მაი. 14, 2025 - 14:57
 0
ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ, გირაოს გადაუხდელობის გამო, პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, 8 აპრილს, აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა. გირაოს გადახდის ვადად მას 30 დღე განესაზღვრა, რომლის ვადაც 8 მაისს ამოიწურა.

ირაკლი ოქრუაშვილს ხელბორკილები სასამართლო დარბაზშივე დაადეს და დააპატუმრეს.

The post ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow