ირაკლი ფავლენიშვილი – „ნაციონალი მოძრაობა“ იქნება ყველა იმ ერთობაში, ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც რეჟიმს არ მივცემთ დიქტატურის გამყარების საშუალებას – სპეცოპერაციაში მონაწილეობა არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიღოს

„ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება ყველა ერთიანობას, სადაც რეჟიმს არანაირ ლეგიტიმაციას არ მივცემ თ, ამიტომაც „ნაციონალი მოძრაობა“ იქნება ყველა იმ ერთობაში, ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც ჩვენ რეჟიმს არ მივცემთ დიქტატურის გამყარების საშუალებას, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა 8 ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადებასთან დაკავშირებით. ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიღოს თვითმმართველობის […]

ივნ. 30, 2025 - 23:27
 0
ირაკლი ფავლენიშვილი – „ნაციონალი მოძრაობა“ იქნება ყველა იმ ერთობაში, ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც რეჟიმს არ მივცემთ დიქტატურის გამყარების საშუალებას – სპეცოპერაციაში მონაწილეობა არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიღოს

„ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება ყველა ერთიანობას, სადაც რეჟიმს არანაირ ლეგიტიმაციას არ მივცემ თ, ამიტომაც „ნაციონალი მოძრაობა“ იქნება ყველა იმ ერთობაში, ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც ჩვენ რეჟიმს არ მივცემთ დიქტატურის გამყარების საშუალებას, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა 8 ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადებასთან დაკავშირებით.
ს განცხადებით, არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება იმ ერთიანობას, რომელიც გახდა საფუძველი ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის შეწყვეტის. თავიდან, რა თმა უნდა, ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო მკაფიო, ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ ძალიან დიდი ხანია გვაქვს გაცხადებული პოზიცია, რომ არანაირ ლეგიტიმაციას, არანაირ ნორმალიზაციას ამ რეჟიმს არ მივცემთ, რადგან ამ ქვეყანაში აღარ ტარდება , ამაზე ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ მებრძოლი პარტია იყო შეთანხმებული და ეს შეთანხმება არ უნდა იქნას დარღვეული. უკან დასახევი ჩვენ არაფერი გვაქვს, უკან დასახევი აქვს რეჟიმს, ამიტომაც „ნაციონალი მოძრაობა“ იქნება ყველა იმ ერთობაში, ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც ჩვენ რეჟიმს არ მივცემთ ნორმალიზების, სულის მოთქმის და დიქტატურის გამყარების საშუალებას, ამიტომ ბრძოლა ბოლომდე, სპეცოპერაციაში მონაწილეობა არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიღოს და დარწმუნებული ვარ ყველასთვის კარგი გაკვეთილი იქნება, რომ შემოუერთდეს იმ რეალურ ერთობას, რომელიც შეიძლება შეიქმნას წინააღმდეგობის მოძრაობაში“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow