ირანი აშშ-თან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების განახლების სანაცვლოდ კონკრეტულ გარანტიებს ითხოვს
ირანი აშშ-თან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების განახლების წინაპირობად, ბირთვულ ობიექტებზე თავდაუსხმელობის მტკიცე გარანტიებს ითხოვს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა. როგორც არაღჩი ამბობს, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმამ მოლაპარაკებების პროცესი გაართულა. „პირველ რიგში, უნდა არსებობდეს მტკიცე გარანტია, რომ ასეთი ქმედებები აღარ განმეორდება. ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმამ მოლაპარაკებებზე დაფუძნებული გადაწყვეტის მიღწევა, კიდევ უფრო, რთული გახადა“, – განაცხადა არაღჩიმ. ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანა. ირანის ბირთვულ ობიექტებს შეერთებულმა შტატებმაც დაარტყა.

ირანი აშშ-თან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების განახლების წინაპირობად, ბირთვულ ობიექტებზე თავდაუსხმელობის მტკიცე გარანტიებს ითხოვს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
როგორც არაღჩი ამბობს, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმამ მოლაპარაკებების პროცესი გაართულა.
„პირველ რიგში, უნდა არსებობდეს მტკიცე გარანტია, რომ ასეთი ქმედებები აღარ განმეორდება. ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმამ მოლაპარაკებებზე დაფუძნებული გადაწყვეტის მიღწევა, კიდევ უფრო, რთული გახადა“, – განაცხადა არაღჩიმ.
ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანა. ირანის ბირთვულ ობიექტებს შეერთებულმა შტატებმაც დაარტყა.
What's Your Reaction?






