„ირანიდან კაპიტალი არაფორმალური გზებით შემოდის, პრობლემურია ამ კაპიტალის წარმომავლობაც“ – ნიკოლოზ ალავიძე

საქართველო-ირანს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლებია მზარდი ტემპით ხასიათდება. იზრდება როგორც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა, ისე ტურიზმი და ამასთანავე, საქართველოში დაარსებული ირანული კომპანიების რაოდენობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (TI) ბოლო კვლევით, ირანთან ვაჭრობა ბოლო 12 წელში გაიზარდა 3-ჯერ, ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 2-ჯერ, ირანის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 4-ჯერ, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები 5-ჯერ. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, კონკრეტულად […]

ივნ. 12, 2025 - 22:27
 0
„ირანიდან კაპიტალი არაფორმალური გზებით შემოდის, პრობლემურია ამ კაპიტალის წარმომავლობაც“ – ნიკოლოზ ალავიძე

საქართველო-ირანს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლებია მზარდი ტემპით ხასიათდება. იზრდება როგორც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა, ისე ტურიზმი და ამასთანავე, საქართველოში დაარსებული ირანული კომპანიების რაოდენობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (TI) ბოლო კვლევით, ირანთან ვაჭრობა ბოლო 12 წელში გაიზარდა 3-ჯერ, ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 2-ჯერ, ირანის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 4-ჯერ, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები 5-ჯერ.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, კონკრეტულად რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული ირანთან ეკონომიკური სიახლოვე და აღნიშნულის შესახებ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრს, ნიკოლოზ ალავიძეს ესაუბრა.
ნიკოლოზ ალავიძე: ირან-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება. ოფიციალური განცხადებების ფონზე არა, მაგრამ არაოფიციალური სახით ხელშეწყობა არის. ირანიდან მომავალი კაპიტალი იქნება ეს თუ ინტერესები, სამწუხაროდ, ფარულად და ნელ-ნელა იზრდება. მოვედი იმ მომენტამდე, როცა გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ირანული კაპიტალით დაფუძნებული ბევრი კომპანიაა საქართველოში, ბევრმა ირანელმა შეიძინა უძრავი ქონება, გამრავლდა ირანული „გავლენა“ საქართველოში – ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, სახიფათო მომენტებს შეიცავს ჩვენთვის, რადგან ვიცით, რომ ირანი ცივილური სამყაროს მიერ, განსაკუთრებით კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ძალიან მძიმე სანქციების ქვეშ არის მოქცეული, გამომდინარე მისი არადემოკრატიული და აგრესიული შიდა და საგარეო პოლიტიკიდან.
ვაკვირდებით დიდ საერთაშორისო სცენაზე -ის განცხადებებს, მათ შორის, სა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან და ვხედავთ, რამდენად სახიფათოდ მიიჩნევენ ირანის ბირთვული პროგრამის გაგრძელებასა და მათ პოლიტიკურ მმართველობას. ეს ყოველივე საყურადღებოა იმ ფონზე, როცა ჩვენ ირანთან ვზრდით ურთიერთობას, საქართველოდან ოფიციალური დელეგაციები ჩადიან ირანში და ტერორისტებად შერაცხული გარდაცვლილი პიროვნებების პანაშვიდებზე დადიან – ეს არის მძიმე პოლიტიკური განაცხადი და მძიმედ მოგვიტრიალდება.
გარდა პოლიტიკური რისკებისა, კიდევ რა პრობლემას ქმნის ირანთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა?
– გასაგებია, რომ გეოგრაფიულად ჩვენთან ახლოს არის ეს ქვეყანა, მაგრამ მეტი სიფრთხილე გვმართებს… გარდა იმ პოლიტიკური რისკისა, რაც ჩამოვთვალე, კიდევ უფრო დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ირანიდან კაპიტალი არ მოედინება სისტემურად და მოწესრიგებულად, ამ ქვეყანასთან არანაირი საბანკო ურთიერთობები არ არსებობს, ირანიდან ეს კაპიტალი მხოლოდ არაფორმალური გზებით შემოდის, რაც საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის. ერთი მხრივ, პრობლემურია ამ კაპიტალის წარმომავლობა და მეორე მხრივ, ეს საეჭვო წარმომავლობის ფულის, თუნდაც არატრადიციული მეთოდით მომართულის მართვა არის არასტაბილური ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან ნებისმიერ დროს შესაძლოა, შეწყდეს სხვადასხვა დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ამასთანავე, ირანი არის ძალიან მძიმე სანქციების ქვეშ, რაც მრავალმხრივ ართულებს საქართველოს ისედაც არასახარბიელო პოზიციონირებას და ასუსტებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას ცივილურ საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობაში.
ვრცლად: www.bpn.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow