ირანის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის თავდასხმებს 224 ადამიანი ემსხვერპლა
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანში ისრაელის თავდასხმებს, პარასკევის შემდეგ, 224 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას CNN-ი ირანული მედიასაშუალება Mehr News-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ჰოსეინ კერმანპურის მტკიცებით, დაღუპულთა 90 პროცენტზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა. მისივე თქმით, 1 277 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. შეგახსენებთ, ისრაელმა პარასკევს დილით ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და ბირთვული და სამხედრო ობიექტები დაბომბა, რის შემდეგაც […]


ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანში ისრაელის თავდასხმებს, პარასკევის შემდეგ, 224 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას CNN-ი ირანული მედიასაშუალება Mehr News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ჰოსეინ კერმანპურის მტკიცებით, დაღუპულთა 90 პროცენტზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა.
მისივე თქმით, 1 277 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
შეგახსენებთ, ისრაელმა პარასკევს დილით ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და ბირთვული და სამხედრო ობიექტები დაბომბა, რის შემდეგაც ირანი და ისრაელი ერთმანეთის ტერიტორიაზე დარტყმებს ახორციელებენ.
What's Your Reaction?






