ირანისთვის აშშ-სთან ბირთვულმა მოლაპარაკებებმა აზრი დაკარგა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ისმაილ ბაღაეს თქმით, აშშ-სთან ბირთვულ მოლაპარაკებებს “აზრი აღარ აქვს”. “მეორე მხარემ [აშშ-მ] იმგვარად იმოქმედა, რომ დიალოგი მნიშვნელობას კარგავს. ვერ იტყვი, რომ მოლაპარაკება გსურს და ამავდროულად საშუალებას აძლევ სიონისტურ რეჟიმს, რომ ირანის ტერიტორიას შეუტიოს”. – თქვა ბაღაემ სააგენტო Tasnim-თან საუბარში. მისი თქმით, ისრაელმა “შეძლო გავლენა მოეხდინა დიპლომატიურ პროცესზე” და რომ ირანზე […]

ივნ. 14, 2025 - 12:27
 0
ირანისთვის აშშ-სთან ბირთვულმა მოლაპარაკებებმა აზრი დაკარგა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ისმაილ ბაღაეს თქმით, -სთან ბირთვულ მოლაპარაკებებს “აზრი აღარ აქვს”.
“მეორე მხარემ [აშშ-მ] იმგვარად იმოქმედა, რომ დიალოგი მნიშვნელობას კარგავს. ვერ იტყვი, რომ მოლაპარაკება გსურს და ამავდროულად საშუალებას აძლევ სიონისტურ რეჟიმს, რომ ირანის ტერიტორიას შეუტიოს”. – თქვა ბაღაემ სააგენტო Tasnim-თან საუბარში.
მისი თქმით, ისრაელმა “შეძლო გავლენა მოეხდინა დიპლომატიურ პროცესზე” და რომ ირანზე თავდასხმა ვაშინგტონის თანხმობის გარეშე ვერ მოხდებოდა.
მანამდე, ირანის ბრალდების საპასუხოდ აშშ-მ გაეროს უშიშროების საბჭოში განაცხადა, რომ ს თავდასხმაში ჩართული არ ყოფილა და ბირთვული მოლაპრაკაბების გაგრძელება “გონივრული” იქნება.
აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი 15 ივნისს ომანში უნდა გამართულიყო.
“ტაბულა”

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow