ირანმა არასდროს არ უნდა მიიღოს ბირთვული იარაღი – მაკრონი

ჩემი პოზიცია ნათელია: ირანმა არასდროს არ უნდა მიიღოს ბირთვული იარაღი და ირანზეა დამოკიდებული, უზრუნველყოს სრული გარანტიები, რომ მისი განზრახვები მშვიდობიანია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ემანუელ მაკრონის თქმით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ტელეფონით დაურეკა. საფრანგეთის პრეზიდენტის მტკიცებით, მასუდ ფეზეშქიანს განუცხადა, რომ ირანის ციხეში მყოფი საფრანგეთის მოქალაქეები – სესილ კოლერი და ჟაკ პარისი […]

ივნ. 21, 2025 - 18:27
 0
ირანმა არასდროს არ უნდა მიიღოს ბირთვული იარაღი – მაკრონი

ჩემი პოზიცია ნათელია: ირანმა არასდროს არ უნდა მიიღოს ბირთვული იარაღი და ირანზეა დამოკიდებული, უზრუნველყოს სრული გარანტიები, რომ მისი განზრახვები მშვიდობიანია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
ს თქმით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ტელეფონით დაურეკა.
საფრანგეთის პრეზიდენტის მტკიცებით, მასუდ ფეზეშქიანს განუცხადა, რომ ირანის ციხეში მყოფი საფრანგეთის მოქალაქეები – სესილ კოლერი და ჟაკ პარისი უნდა გათავისუფლდნენ.
„ასევე გამოვთქვი ჩემი ღრმა შეშფოთება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. ჩემი პოზიცია ნათელია: ირანმა არასდროს არ უნდა მიიღოს ბირთვული იარაღი და ირანზეა დამოკიდებული, სრული გარანტიები უზრუნველყოს, რომ მისი განზრახვები მშვიდობიანია. დარწმუნებული ვარ, არსებობს გზა ომის დასასრულებლად და კიდევ უფრო დიდი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. ამის მისაღწევად ჩვენ დავაჩქარებთ საფრანგეთისა და მისი ევროპელი პარტნიორების მიერ ირანთან წარმოებულ მოლაპარაკებებს“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow