ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, დაშავდა რამდენიმე ადამიანი
ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რის გამოც ქვეყნის სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იმ ადგილებში, სადაც სირენების ხმა ისმის, მშვიდობიან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენის მითითება მიეცა. ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, დღეს დილით ირანიდან ისრაელის მიმართულებით ექვსი რაკეტა გაისროლეს. პირველი შეტევა ორი რაკეტით განახორციელეს, […]


ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რის გამოც ქვეყნის სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იმ ადგილებში, სადაც სირენების ხმა ისმის, მშვიდობიან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენის მითითება მიეცა.
ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, დღეს დილით ირანიდან ისრაელის მიმართულებით ექვსი რაკეტა გაისროლეს. პირველი შეტევა ორი რაკეტით განახორციელეს, მეორე კი – ოთხით.
მეორე თავდასხმის დროს ერთი რაკეტა ბეერ-შებაში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია.
What's Your Reaction?






