“ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია…” – ბეჟან ჯავახია
სააგენტო "პარალელი" “ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია…” – ბეჟან ჯავახია ისტორიკოსი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც რიტორიკული შეკითხვებით მიმართავს საზოგადოებასა თუ პოლიტიკურ სპექტრს: ,,თუ ყველასთვის გასაგებია, რომ ვცხოვროთ რუსული ოკუპაციის გაფორმების პირობებში, რატომ ველოდებით ადგილობრივი არჩევნების დანიშვნას, იქ დამარცხებას და შემდეგ დაწყებას დიდი ერთიანი მოძრაობის? დღეს, როდესაც საკმაოდ მაღალია განწყობა რეჟიმის წინააღმდეგ და ვერ ვახერხებთ ერთიანობას, არ მესმის რა ხდება? და კიდევ ერთი […] “ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია…” – ბეჟან ჯავახია ნინი ხიჯაკაძე

სააგენტო "პარალელი"
“ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია…” – ბეჟან ჯავახია
ისტორიკოსი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც რიტორიკული შეკითხვებით მიმართავს საზოგადოებასა თუ პოლიტიკურ სპექტრს:
,,თუ ყველასთვის გასაგებია, რომ ვცხოვროთ რუსული ოკუპაციის გაფორმების პირობებში, რატომ ველოდებით ადგილობრივი არჩევნების დანიშვნას, იქ დამარცხებას და შემდეგ დაწყებას დიდი ერთიანი მოძრაობის?
დღეს, როდესაც საკმაოდ მაღალია განწყობა რეჟიმის წინააღმდეგ და ვერ ვახერხებთ ერთიანობას, არ მესმის რა ხდება?
და კიდევ ერთი რამ – როგორ წარმოგვიდგენია ეს ერთიანობა, სადღაც ამაღლებულ ადგილზე დავდგებით და დაველოდებით, ვინ მოდის გასაერთიანებლად, ან თუნდაც რუსთაველზე?
ვფიქრობ, აქ ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია, ვინც მეტად გამბედავია, მხოლოდ მამაცები იმარჯვებენ… ასეთი მამაცი ლიდერი, პარტიის მიკუთვნებულობის მიუხედავად შესძლებს ამ ერთობას…
ჩვენ ახლა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი უახლესი ისტორიის მაგალითები…
განსაკუთრებით ქოცთა მონებს აქვთ დასარღვევი ბორკილები. გაითვალისწინეთ რა ბედი ეწია იმ ადამინებს, ვინც 1921 წელს, თუ 1992 წელს აირჩიეს რუსული პოზიცია, ან აღმოჩნდნენ იმ მხარეს? გამოიყენეს და საშინლად გადააგდეს ისტორიის სანაგვეზე: სერგო ორჯონიკიძე, ლევან ღოღობერიძე… ელიავა, მამულია…
ასევე არ მგონია სახარბიელო იყოს ბედი თენგიზ სიგუასი თუ კიტოვანის და ჯაბა იოსელიანის, დანარჩენებს კიდევ უპასუხებს ისტორია დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში…”, – წერს ბეჟან ჯავახია.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე
“ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია…” – ბეჟან ჯავახია
ნინი ხიჯაკაძე
What's Your Reaction?






