„ის, ვინც ამ ხელისუფლებას დღეს მხარს უჭერს და ემხრობა, ის დამნაშავეა და ბრალეულია იმ ძალადობაში და უსამართლობაში, რასაც ისინი სჩადიან“ – არქიმანდრიტი შიო

„წლების წინ, ქართველმა ხალხმა ეს ქვეყანა ჩააბარა დღევანდელ ხელისუფლებას და როცა დადგა ჟამი და დრო იმისა, რომ ქართველ ხალხს მიეღო ნაყოფი და მოკითხა ხელისუფალს ნაყოფი, ხელისუფალმა სანაცვლოდ ეს ხალხი დაარბია, სცემა, იძალადა მათზე და საპყრობილეში გაუშვა, ნაყოფად მიართვა რუსული შხამი, რუსული საწამლავი…ბოროტ მუშაკებს, ანუ ბოროტ მმართველებს ბოროტად მოექცევაო და აღმოფხვრისო მათ, ასე მთავრდებოდა დღევანდელი წაკითხული […] The post „ის, ვინც ამ ხელისუფლებას დღეს მხარს უჭერს და ემხრობა, ის დამნაშავეა და ბრალეულია იმ ძალადობაში და უსამართლობაში, რასაც ისინი სჩადიან“ – არქიმანდრიტი შიო appeared first on .

სექ. 7, 2025 - 20:27
 0
„ის, ვინც ამ ხელისუფლებას დღეს მხარს უჭერს და ემხრობა, ის დამნაშავეა და ბრალეულია იმ ძალადობაში და უსამართლობაში, რასაც ისინი სჩადიან“ – არქიმანდრიტი შიო

„წლების წინ, ქართველმა ხალხმა ეს ქვეყანა ჩააბარა დღევანდელ ხელისუფლებას და როცა დადგა ჟამი და დრო იმისა, რომ ქართველ ხალხს მიეღო ნაყოფი და მოკითხა ხელისუფალს ნაყოფი, ხელისუფალმა სანაცვლოდ ეს ხალხი დაარბია, სცემა, იძალადა მათზე და საპყრობილეში გაუშვა, ნაყოფად მიართვა რუსული შხამი, რუსული საწამლავი…ბოროტ მუშაკებს, ანუ ბოროტ მმართველებს ბოროტად მოექცევაო და აღმოფხვრისო მათ, ასე მთავრდებოდა დღევანდელი წაკითხული იგავი. ასე დაამთავრებენ ესენიც, თუ ასე გააგრძელებენ.ასევე მინდა აღვნიშნო დღევანდელი პოლიციელების მოქმედებები და მინდა მათ ვუთხრა, რომ ნუ დაემსგავსებიან მაფურთხებელ და მოძალადე დგებუაძეს, ნუ იქნებიან მისი მიმდევრები, ნუ იქნებიან კაცის მსახურები, არამედ უნდა იყვნენ საკუთარი სამშობლოს და სიმართლის და საკუთარი ხალხის მსახურები.ის, რაც მზია ამაღლობელის გარშემო ხდება , ეს არის ჩვენი ქვეყნის სიამაყეც და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის სირცხვილიც. სიამაყეა ის, რომ ასეთი გამბედავი ქალები ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში და ასეთ გაბედულ ნაბიჯებს დგამენ. სამარცხვინოა ის, რომ ასეთი კაცები არსებობენ ჩვენს ქვეყანაში და ასეთი კაცი გაიზარდა ჩვენს ქვეყანაში. მისი მოქმედება არანაირი ქართული გაგების, კაცობის სტანდარტებში არ ჯდება . ნებისმიერ ქართველ კაცს რომ ჰკითხო , ამაზრზენია ის, რაც მან ჩაიდინა და მითუმეტეს მისი მოქმედება არ ჯდება არანაირ ქრისტიანულ სტანდარტებში.ის, ვინც ამ ხელისუფლებას დღეს მხარს უჭერს და ემხრობა, ის დამნაშავეა და ბრალეულია იმ ძალადობაში და უსამართლობაში, რასაც ისინი სჩადიან…ის ხალხი, რომლებიც დაიწუნა დღევანდელმა ხელისუფლებამ და საპყრობილეში გამოკეტა, ის სიმართლისთვის მებრძოლი ხალხი, ესენი არიან საქართველოს მომავალი ქვაკუთხედი. მათზე შენდება მომავალი საქართველო და არა დღევანდელ ხელისუფალზე“ — თქვა არქიმანდრიტმა შიო კვარაცხელიამ საკვირაო ქადაგების დროს.

 

The post „ის, ვინც ამ ხელისუფლებას დღეს მხარს უჭერს და ემხრობა, ის დამნაშავეა და ბრალეულია იმ ძალადობაში და უსამართლობაში, რასაც ისინი სჩადიან“ – არქიმანდრიტი შიო appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow