“ის კაცი რატომ არის ბრძენი და ქვეყნის გადამრჩენი, დროგამოშვებით ქურდ და აგენტ პრემიერებს რომ გვინიშნავს?????” – ლელა ჯეჯელავა
სააგენტო "პარალელი" “ის კაცი რატომ არის ბრძენი და ქვეყნის გადამრჩენი, დროგამოშვებით ქურდ და აგენტ პრემიერებს რომ გვინიშნავს?????” – ლელა ჯეჯელავა ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტებით – შეფასებები, მინიშნებები, განმარტებები (არა)რიტორიკული შეკითხვების თანხლებით: “ამ 13 წლის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ორგზის პრემიერი ღარიბაშვილი კორუმპირებული ყოფილა და დასაჭერად გყავთ გამზადებული, უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და შს მინისტრსაც თურმე მოპარულ ფულს ედავებით. პრემიერი კვირიკაშვილი და ვიცე პრემიერი ქუმსიშვილი რომ გაუშვით, თავად თქვით რომ 700 მილიონი მოიპარეს ბიუჯეტის ფულიო, პრემიერი გახარია დიფსტეითის […] “ის კაცი რატომ არის ბრძენი და ქვეყნის გადამრჩენი, დროგამოშვებით ქურდ და აგენტ პრემიერებს რომ გვინიშნავს?????” – ლელა ჯეჯელავა პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ის კაცი რატომ არის ბრძენი და ქვეყნის გადამრჩენი, დროგამოშვებით ქურდ და აგენტ პრემიერებს რომ გვინიშნავს?????” – ლელა ჯეჯელავა
ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტებით – შეფასებები, მინიშნებები, განმარტებები (არა)რიტორიკული შეკითხვების თანხლებით:
“ამ 13 წლის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ორგზის პრემიერი ღარიბაშვილი კორუმპირებული ყოფილა და დასაჭერად გყავთ გამზადებული, უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და შს მინისტრსაც თურმე მოპარულ ფულს ედავებით.
პრემიერი კვირიკაშვილი და ვიცე პრემიერი ქუმსიშვილი რომ გაუშვით, თავად თქვით რომ 700 მილიონი მოიპარეს ბიუჯეტის ფულიო, პრემიერი გახარია დიფსტეითის აგენტიაო, გვამცნეთ, ეკონომიკის და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გასკავაჩული გყავთ უკვე კორუფციის გამო.
აჭარის პატრონს თავს აკვლევინებდით მოპარული ფულის გამო, ეჭვია, რომ ყოფილ ჯანდაცვის და თავდაცვის მინისტრებსაც მიადგებით, ქალაქის მერია და 2 მილიარდის მიტანას თხოვთ თურმე და ოთხი ვადით ხელისუფლებაში რა პონტში რჩებით?!
ყველა პრემიერი, რომ თქვენივე დასკვნით, ან ქურდი ან აგენტია, ახლა გვეუბნებით, რომ ასობით მილიონია შეჭმული და მითვისებული და ჩვენ გვიჭერთ და გვაჯარიმებთ ქურდ ხელისუფლებას რატომ აპროტესტებთო?!
მართლა არ ხართ თქვენ კაათ, ხომ იცით!
ან ის კაცი რატომ არის ბრძენი და ქვეყნის გადამრჩენი, დროგამოშვებით ქურდ და აგენტ პრემიერებს რომ გვინიშნავს?
ბირთვულო ქოცო, რა იცი, ეგებ კიდევ მუშაობს ეგ ტვინი და ცოტა ძალა დაატნე, რომ ამ კითხვებზე პასუხი იპოვნო. მერე შენც გეშველება და ჩვენც“, – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.
“ის კაცი რატომ არის ბრძენი და ქვეყნის გადამრჩენი, დროგამოშვებით ქურდ და აგენტ პრემიერებს რომ გვინიშნავს?????” – ლელა ჯეჯელავა
პარალელი
What's Your Reaction?






