„ის ცნობილი მომღერალია…“ – ვის მიუძღვნა გიორგი სარდალაშვილმა ჩემპიონობა

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოსიტთა ევროპის ჩემპიონატზე, ტურნირის პირველივე დღეს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლის მოპოვების შანსი მიეცა. 60 კგ. წონით კატეგორიაში, გიორგი სარდალაშვილმა ფინალში გასვლა შეძლო.  ფინალში სარდალაშვილის მეტოქე რუსი აიუბ ბლიევი იყო, რომელიც საერთაშორისო დროშით ასპარეზობდა.  „პრაიმტაიმის“ ყურადღება ჩემპიონობის აღნიშვნის ჟესტმა მიიქცია, მან თითებით ლათინური A გამოსახა. აღმოჩნდა, რომ მისი შეყვარებული მომღერალი ანანო სამხარაძეა და … „ის ცნობილი მომღერალია…“ – ვის მიუძღვნა გიორგი სარდალაშვილმა ჩემპიონობა Read More » The post „ის ცნობილი მომღერალია…“ – ვის მიუძღვნა გიორგი სარდალაშვილმა ჩემპიონობა appeared first on elNews.ge.

აპრ. 25, 2025 - 00:57
 0
„ის ცნობილი მომღერალია…“ – ვის მიუძღვნა გიორგი სარდალაშვილმა ჩემპიონობა

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოსიტთა ევროპის ჩემპიონატზე, ტურნირის პირველივე დღეს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლის მოპოვების შანსი მიეცა. 60 კგ. წონით კატეგორიაში, გიორგი სარდალაშვილმა ფინალში გასვლა შეძლო. 

ფინალში სარდალაშვილის მეტოქე რუსი აიუბ ბლიევი იყო, რომელიც საერთაშორისო დროშით ასპარეზობდა. 

„პრაიმტაიმის“ ყურადღება ჩემპიონობის აღნიშვნის ჟესტმა მიიქცია, მან თითებით ლათინური A გამოსახა.

აღმოჩნდა, რომ მისი შეყვარებული მომღერალი ანანო სამხარაძეა და სწორედ მას მიუძღვნა გამარჯვება.

„გამარჯვების შემდეგ, ის ინიციალი ჩემს შეყვარებულს ეძღვნება. ყოველთვის გვერდით მიდგას. ძალიან, ძალიან გახარებული იყო, ტიროდა. დიდ ემოციებში იყო,“ – თქვა ძიუდოში ევროპის ჩემპიონმა CrystalSport-თან.

20 წლის ანანო ტელევიზიის მაყურებლებმა „ნიკოს შოუდან“ გაიცნო, როცა მანუ მურღულია ჩაანაცვლა. ახლა კი „ზურას შოუს“ ბენდის წევრია. ანანო ქართული ტელესივრცისთვის ახალი სახეა, თუმცა, „ტიკ-ტოკზე“ უკვე კარგად იცნობენ.

წყარო : Primetime.ge

The post „ის ცნობილი მომღერალია…“ – ვის მიუძღვნა გიორგი სარდალაშვილმა ჩემპიონობა appeared first on elNews.ge.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow