ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელი თეირანში დარტყმების სერიას ახორციელებს
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის საჰაერო ძალები ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე დარტყმების სერიას ახორციელებს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, მანამდე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ თეირანის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა ირანიდან გაშვებული დრონი ჩამოაგდეს. ისრაელის ჩრდილოეთით, ბეით-შეანის რაიონში დრონის გამო საჰაერო […]


ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის საჰაერო ძალები ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე დარტყმების სერიას ახორციელებს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, მანამდე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ თეირანის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა ირანიდან გაშვებული დრონი ჩამოაგდეს.
ისრაელის ჩრდილოეთით, ბეით-შეანის რაიონში დრონის გამო საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.
What's Your Reaction?






