ისრაელის საგარეო უწყება – გარე ზეწოლა ისრაელს საკუთარი არსებობისა და უსაფრთხოების დაცვის გზიდან ვერ გადაახვევინებს

ევროკავშირის ქმედება ასახავს ისრაელის წინაშე არსებული რთული რეალობის სრულ გაუგებრობას, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ორენ მარმორშტეინმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბლოკის გადაწყვეტილებას ისრაელთან სავაჭრო შეთანხმებას გადახედონ. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კომენტარი გააკეთა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც, რომელმაც ისრაელთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩერა. „გარე ზეწოლა ისრაელს საკუთარი არსებობისა და უსაფრთხოების დაცვის გზიდან ვერ […]

მაი. 21, 2025 - 12:27
 0
ისრაელის საგარეო უწყება – გარე ზეწოლა ისრაელს საკუთარი არსებობისა და უსაფრთხოების დაცვის გზიდან ვერ გადაახვევინებს

ევროკავშირის ქმედება ასახავს ს წინაშე არსებული რთული რეალობის სრულ გაუგებრობას, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ორენ მარმორშტეინმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბლოკის გადაწყვეტილებას ისრაელთან სავაჭრო შეთანხმებას გადახედონ.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კომენტარი გააკეთა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც, რომელმაც ისრაელთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩერა.
„გარე ზეწოლა ისრაელს საკუთარი არსებობისა და უსაფრთხოების დაცვის გზიდან ვერ გადაახვევინებს“, – აღნიშნა ორენ მარმორშტეინმა.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ გუშინ განაცხადა, რომ ღაზას სექტორის ბლოკადის გამო, ისრაელთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩერეს. მისი თქმით, ისრაელის ელჩი უწყებაში დაიბარეს. მანამდე, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და კანადამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ისრაელის მიერ ღაზაში ომის წარმოების წესი დაგმეს და მას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გუშინ განაცხადა, რომ ღაზაში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების გამო, ბლოკი ისრაელთან სავაჭრო შეთანხმების გადახედვაზე შეთანხმდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow