ისრაელის საჰაერო დარტყმებს „ალ-ჯაზირას" ხუთი ჟურნალისტი ემსხვერპლა 

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზაში „ალ-ჯაზირას“ ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა, - ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაღუპულ ჟურნალისტებს შორისაა 28 წლის ანას ალ შარიფი, რომელსაც ადრე ისრაელი ემუქრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო დარტყმის დროს ალ-შარიფი და კიდევ ერთი კორესპონდენტი, მოჰამედ კრიკეჰი, ოპერატორებთან, იბრაჰიმ ზაჰერთან, მოჰამედ ნუფალთან და მოამენ ალივასთან ერთად ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოსთან, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ კარავში იმყოფებოდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ანას ალ შარიფის ლიკვიდაცია განახორციელეს და რომ ის „ჰამასის ტერორისტულ უჯრედს“ ხელმძღვანელობდა და ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებში მონაწილეობდა.

აგვ. 11, 2025 - 17:27
 0
ისრაელის საჰაერო დარტყმებს „ალ-ჯაზირას" ხუთი ჟურნალისტი ემსხვერპლა 

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზაში „ალ-ჯაზირას“ ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა, - ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაღუპულ ჟურნალისტებს შორისაა 28 წლის ანას ალ შარიფი, რომელსაც ადრე ისრაელი ემუქრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო დარტყმის დროს ალ-შარიფი და კიდევ ერთი კორესპონდენტი, მოჰამედ კრიკეჰი, ოპერატორებთან, იბრაჰიმ ზაჰერთან, მოჰამედ ნუფალთან და მოამენ ალივასთან ერთად ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოსთან, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ კარავში იმყოფებოდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ანას ალ შარიფის ლიკვიდაცია განახორციელეს და რომ ის „ჰამასის ტერორისტულ უჯრედს“ ხელმძღვანელობდა და ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებში მონაწილეობდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow