ისრაელის ქალაქ ჰაიფაზე ირანმა სარაკეტო იერიში მიიტანა

მთავარი მომლაპარაკებელი ჯერ კიდევ არ ჩანს, თუმცა არაერთი მსოფლიო ლიდერი პირველივე წუთიდან ღიად აცხადებს, რომ ირანსა და ისრაელს შორის დაწყებული კონფლიქტი  არამარტო რეგიონისთვის არამედ მთელი მსოფლისთვის საშიშია და რომ საფრთხეა უკონტროლო ესკალაციის.  ისრაელის  ქალაქ ჰაიფაზე ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა  იწვის.  ისრაელის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა განაცხადეს, რომ ჰაიფაში მათი მილსადენები და გადამცემი ხაზები   ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა. მსხვერპლი არ დაფიქსირებულა,  ობიექტები კი აგრძელებენ მუშაობას. თელ-ავივსა და იერუსალიმში სირენების ხმა ისმოდა. დაიბომბა პეტაჰ ტიკვა და თელ-ავივი, სადაც საცხოვრებელი სახლები მნიშვნელოვნად დაზიანდა. ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების დიდი რაოდენობა დააფიქსირეს.  ისრაელის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში სულ მცირე 10  ადამიანი დაიღუპა. აფეთქებების ხმა ისმოდა  ჰებრონსა და რამალაში, საიდანაც ისრაელმა ირანული რაკეტების გაუვნებელყოფა სცადა.  კვირას ისრაელმა და ირანმა ერთმანეთზე ახალი თავდასხმები განახორციელეს, რასაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შიში წარმოშვა.

ივნ. 16, 2025 - 13:27
 0
ისრაელის ქალაქ ჰაიფაზე ირანმა სარაკეტო იერიში მიიტანა

მთავარი მომლაპარაკებელი ჯერ კიდევ არ ჩანს, თუმცა არაერთი მსოფლიო ლიდერი პირველივე წუთიდან ღიად აცხადებს, რომ ირანსა და ისრაელს შორის დაწყებული კონფლიქტი  არამარტო რეგიონისთვის არამედ მთელი მსოფლისთვის საშიშია და რომ საფრთხეა უკონტროლო ესკალაციის. 

ისრაელის  ქალაქ ჰაიფაზე ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა  იწვის.  ისრაელის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა განაცხადეს, რომ ჰაიფაში მათი მილსადენები და გადამცემი ხაზები   ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა. მსხვერპლი არ დაფიქსირებულა,  ობიექტები კი აგრძელებენ მუშაობას. თელ-ავივსა და იერუსალიმში სირენების ხმა ისმოდა.

დაიბომბა პეტაჰ ტიკვა და თელ-ავივი, სადაც საცხოვრებელი სახლები მნიშვნელოვნად დაზიანდა. ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების დიდი რაოდენობა დააფიქსირეს.  ისრაელის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში სულ მცირე 10  ადამიანი დაიღუპა.

აფეთქებების ხმა ისმოდა  ჰებრონსა და რამალაში, საიდანაც ისრაელმა ირანული რაკეტების გაუვნებელყოფა სცადა. 

კვირას ისრაელმა და ირანმა ერთმანეთზე ახალი თავდასხმები განახორციელეს, რასაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შიში წარმოშვა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow