ისრაელმა ბეირუთში საჰაერო თავდასხმები განახორციელა

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილში საჰაერო დარტყმები განახორციელა და განაცხადა, რომ მათი სამიზნე ჰეზბოლას დრონების წარმოება იყო, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დაადგინეს „ჰეზბოლას“ ქვედანაყოფი, რომელიც მიწისქვეშ ათასობით დრონს აწარმოებდა და რომელსაც „ირანელი ტერორისტები“ აფინანსებდნენ. BBC-ი წერს, რომ თავდასხმები განხორციელდა მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის […]

ივნ. 6, 2025 - 09:57
 0
ისრაელმა ბეირუთში საჰაერო თავდასხმები განახორციელა

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილში საჰაერო დარტყმები განახორციელა და განაცხადა, რომ მათი სამიზნე ჰეზბოლას დრონების წარმოება იყო, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ს თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დაადგინეს „ჰეზბოლას“ ქვედანაყოფი, რომელიც მიწისქვეშ ათასობით დრონს აწარმოებდა და რომელსაც „ირანელი ტერორისტები“ აფინანსებდნენ.
BBC-ი წერს, რომ თავდასხმები განხორციელდა მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს.
საჰაერო დარტყმამდე ერთი საათით ადრე, ისრაელის სამხედრო ძალების პრესსპიკერმა, ავიჩაი ადრაიმ დაჰიეს რაიონში, ჰადათის, ჰარეთ ჰრეიკის და ბორჯ ელ-ბარაჯნეს უბნების მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.
„თქვენ ჰეზბოლას კუთვნილი ინფრასტრუქტურის გვერდით იმყოფებით“, – განაცხადა პრესსპიკერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც კონკრეტული შენობების რუკას მოიცავდა.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალამმა ისრაელის დარტყმები მკაცრად დაგმო.
„მკაცრად ვგმობ მათ და ჩვენს სამშობლოზე, მის უსაფრთხოებაზე, სტაბილურობასა და ეკონომიკაზე სისტემატურ და მიზანმიმართულ თავდასხმად მივიჩნევ, განსაკუთრებით დღესასწაულებისა და ტურისტული სეზონის წინ“, – განაცხადა სალამმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow