ისრაელმა ღაზის სექტორში ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო

ისრაელმა ღაზის სექტორში ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ, ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ოპერაციის ფარგლებში ისრაელელი სამხედროები ღაზის სექტორში სტრატეგიულ ობიექტებს იკავებენ. „ბოლო დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა განახორციელეს ფართომასშტაბიანი თავდასხმები ღაზის სექტორში სტრატეგიული ტერიტორიების დასაკავებლად, როგორც ახალი სამხედრო ოპერაციის საწყისი ნაბიჯი, რათა მივაღწიოთ ომის ყველა მიზანს, მათ შორის, მძევლების გათავისუფლებასა და „ჰამასის “დამარცხებას“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის უწყების განცხადებაში. საჰაერო ძალებმა ღაზაში 150-ზე მეტი სამხედრო სამიზნე დაბომბეს. ისრაელის ოფიციალური პირების თანახმად, ოპერაცია „გედეონის ეტლები“ გულისხმობს, ისრაელის მიერ ღაზის „დაპყრობას“ და ტერიტორიის შენარჩუნებას, პალესტინელი მოსახლეობის სამხრეთისკენ გადაადგილებას. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 5 მაისს განაცხადა, რომ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ გაფართოებულ, ინტენსიურ შეტევას გეგმავს.

მაი. 17, 2025 - 12:27
 0
ისრაელმა ღაზის სექტორში ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო

ისრაელმა ღაზის სექტორში ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ, ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ოპერაციის ფარგლებში ისრაელელი სამხედროები ღაზის სექტორში სტრატეგიულ ობიექტებს იკავებენ.

„ბოლო დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა განახორციელეს ფართომასშტაბიანი თავდასხმები ღაზის სექტორში სტრატეგიული ტერიტორიების დასაკავებლად, როგორც ახალი სამხედრო ოპერაციის საწყისი ნაბიჯი, რათა მივაღწიოთ ომის ყველა მიზანს, მათ შორის, მძევლების გათავისუფლებასა და „ჰამასის “დამარცხებას“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

საჰაერო ძალებმა ღაზაში 150-ზე მეტი სამხედრო სამიზნე დაბომბეს.

ისრაელის ოფიციალური პირების თანახმად, ოპერაცია „გედეონის ეტლები“ გულისხმობს, ისრაელის მიერ ღაზის „დაპყრობას“ და ტერიტორიის შენარჩუნებას, პალესტინელი მოსახლეობის სამხრეთისკენ გადაადგილებას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 5 მაისს განაცხადა, რომ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ გაფართოებულ, ინტენსიურ შეტევას გეგმავს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow