ისტორიაში პირველად, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს ქალი უხელმძღვანელებს - ბლეიზ მეტრეველი თანამდებობას ოფიციალურად ოქტომბრიდან დაიკავებს
ისტორიაში პირველად, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელი ქალი იქნება. წარმოშობით ქართველი ბლეიზ მეტრეველი ოფიციალურად თანამდებობას ოქტომბრიდან დაიკავებს და მოქმედ ხელმძღვანელ, რიჩარდ მურის ჩაანაცვლებს. მეტრეველი ორგანიზაციის მე-18 ხელმძღვანელი იქნება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ისტორიული უწოდა. სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ ბლეიზ მეტრეველი აღნიშნულ თანამდებობას იკავებს იმ დროს, როდესაც გაერთიანებული სამეფო მზარდი საფრთხეების წინაშე დგას მოწინააღმდეგეების მხრიდან. „მოუთმენლად ველოდები ამ სამუშაოს გაგრძელებას MI6-ის მამაც ოფიცრებთან და აგენტებთან და ჩვენს მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად“, – განაცხადა მეტრეველმა. მეტრეველი სადაზვერვო სამსახურში 1999 წლიდან მუშაობს. ამ ეტაპზე ის Q დეპარტამენტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კრიტიკულად მნიშვნელოვანი განყოფილების ხელმძღვანელია. დეპარტამენტის მიზანია საიდუმლო აგენტების ვინაობის საიდუმლოდ შენახვა და მოწინააღმდეგეებისგან თავის დაღწევის ახალი გზების შემუშავება.

ისტორიაში პირველად, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელი ქალი იქნება. წარმოშობით ქართველი ბლეიზ მეტრეველი ოფიციალურად თანამდებობას ოქტომბრიდან დაიკავებს და მოქმედ ხელმძღვანელ, რიჩარდ მურის ჩაანაცვლებს. მეტრეველი ორგანიზაციის მე-18 ხელმძღვანელი იქნება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ისტორიული უწოდა. სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ ბლეიზ მეტრეველი აღნიშნულ თანამდებობას იკავებს იმ დროს, როდესაც გაერთიანებული სამეფო მზარდი საფრთხეების წინაშე დგას მოწინააღმდეგეების მხრიდან.
„მოუთმენლად ველოდები ამ სამუშაოს გაგრძელებას MI6-ის მამაც ოფიცრებთან და აგენტებთან და ჩვენს მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად“, – განაცხადა მეტრეველმა.
მეტრეველი სადაზვერვო სამსახურში 1999 წლიდან მუშაობს. ამ ეტაპზე ის Q დეპარტამენტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კრიტიკულად მნიშვნელოვანი განყოფილების ხელმძღვანელია. დეპარტამენტის მიზანია საიდუმლო აგენტების ვინაობის საიდუმლოდ შენახვა და მოწინააღმდეგეებისგან თავის დაღწევის ახალი გზების შემუშავება.
What's Your Reaction?






