ისტორიაში პირველად - ეროვნულ ლიგაში ინგლისელი ლეგიონერი ჩამოვიდა

ახლახანს Nomad Sports-ის დამფუძნებელმა, გეგი კიკაბიძემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინგლისელი ლეგიონერი, კერძოდ აფონსო ლინდო იბერიას ფეხბურთელი გახდა

ივლ. 22, 2025 - 22:57
 0
ისტორიაში პირველად - ეროვნულ ლიგაში ინგლისელი ლეგიონერი ჩამოვიდა
ახლახანს Nomad Sports-ის დამფუძნებელმა, გეგი კიკაბიძემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინგლისელი ლეგიონერი, კერძოდ აფონსო ლინდო იბერიას ფეხბურთელი გახდა.

გთავაზობთ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად:

21 წლის ცენტრალური მცველი აფონსო ლინდო მიდლსბროს აკადემიის აღზრდილია და ახალგაზრდულ პრემიერლიგაში 80-მდე მატჩი აქვს ჩატარებული. კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისში დაუსრულდა. პირველ გუნდში არსებული მაღალი კონკურენციის გამო, კლუბსა და ლინდოს შორის ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა. 23-წლამდელთა გუნდში თამაშით მას უკვე საკმარისზე მეტი გამოცდილება ჰქონდა დაგროვებული.

ინგლისის ჩემპიონშიფი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან ლიგად მიიჩნევა. იქ აღზრდილი ახალგაზრდა ფეხბურთელები კი ხშირად წარმატებით იმკვიდრებენ ადგილს სხვადასხვა ევროპულ კლუბში. მალე ოფიციალურად გავასაჯაროებთ, თუ რომელ ქართულ კლუბში ითამაშებს ცენტრალური მცველი.

- წერია განცხადებაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow